გამარჯვება


ნაფიქრალების მომესივნენ წარმოსახვანი,
სისხლად ვიღვრები შავი გულით, როგორც ყაყაჩო,
რა სიზმარია შეკედლება თეთრი აკვანის,
როცა მახსენებს წარსულს, მე რომ მინდა დავახრჩო.

ვუყურებ ხალხის დანაგლეჯ და მდნარ ეკლესიას, 
როდის დამკვიდრდა ტკივილი და დარდი ამდენი?!
როდის შეიქმნა კაცთა შორის შავი მესია
და სიძულვილის საუკუნო გადმონადენი?!

დღის წმიდა სახეს მქადაგებლის თეთრი სამოსი
როგორც ეკალი, სისხლისმღვრელი, ისე მიესო.
მწვერვალზე შედგა განდეგილი გმირი სალოსი
და ჩუმად ჰვირის:“დაგვიფარე, ჩვენო იესო!“

მზის ხმამ, ლამაზმა, მშვენიერმა, ზეცა დაფარა,
ბედნიერების და სიმშვიდის წყალი აპკურა,
ტაძარი, მაგრამ სხივოსანი, დგას და იძახის,
რომ სამყაროშიც სიყვარულმა დაისადგურა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი