ბერძნული ფილოსოფიის ანთოლოგია სიყვარულში
დაღამდა, სიბნელის გამეფდა დროება, ფიქრები... ფიქრები... ფიქრები შენამდე... ჩემთან შავბნელია ყოფილი სანთელიც და ვერ ავაღწიე მე ვერცერთ ღმერთამდე. ეშმაკად ვაქციე ყოველი საუფლო, ვიქმენი დაიმონ, სატანა თეოსი. ვფიქრობ, რომ შენს სისხლში ღმერთი ჩავაუფლო, ან უნდა გაგხადო მწარე ორფეოსი. შენ დღეს ხარ უცილო ფრაგიის ტითონი, ოდესმე იქცევი ეოსი ცისკარა, აქაც კი ჩამოხმა სულ ყველა მინდორი და მხოლოდ შენ შემრჩი ერთადერთ წმინდანად. მზედგასულ სულებში მიგიღებ, წმინდანო, მაგრამ დღეს ვერ შექმნი, თუნდ იყო ერბოსი. ამ ყაჩაღ ფიქრებში საოცრად მინდა, რომ გიხილო საწმისის კალთებით შემოსილს. ათასჯერ შეგქმნიდი მე ღვთისწორ ტელმაქედ. არ ვიცი, თუ შევძლებ, რომ ვიქცე ცისკარად და ათასწრლეულის მიჯნებზე შეგაქებ, რადგანაც შენ შემრჩი მრავალგზის წმინდანად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი