უსინანულო სიმღერა


აქ აღარ იყო აღარც ფოთლები მომწვანო,
მაგრამ პირველი საალერსონი ვიგემე,
შენზე რომ მითხრეს თავის საარსოს მოწყდაო,
მეც ავდექი და უსინანულოდ გიმღერე.

გამორიყულან ზღვის ნაპირების კუთხეში
სევდით ჩამქვრალი შენი დიდრონი ნავები
და ამ სიცოცხლეს, როგორც ბორკილი უხეში,
შემოხვევიან ეგ გამოცლილი მკლავები.

ქოფაკი ქარი გადაჭიმულა რიყეზე,
შენზე იძახის:“უსიცოცხლოა, იქ არის“
და ხელებს იშვერს, თითქოს ეძებდეს მიზეზებს,
რომ დაგიმონოს, როგორც ბნელეთის ისარი.

სანამ გეყოფა წყლულად ქცეული ძალები,
უსიხარულოდ მოითმინე და იცადე.
შემომახვიე ეგ გამოცლილი მკლავები,
რომ მომრისხანო დროებისაგან გიცავდე.

...და როცა ღამით შენს გრილ სხეულში მოკვდება
სისხლის და სულის ყველაზე ურჩი მწოველი,
მე შემომხედავ - შენ იგრძნობ, ისევ მოგყვება
დარდიანი და მზიანი წუთისოფელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი