ხანმოკლე დაისი
მღელვარე ქარმა საბოლოოდ ამოისუნთქა, ზღვა მონარნარე დაღლილობით ისევ მიჩუმდა, აქაურ ყოფას ზოლად გასდევს შენი წამება, როგორც ბუნდოვან მთაწმინდაზე შემოღამება. მეტად ხანმოკლე დაისია, ნეტარ კმაყოფით ბედი უიღბლო ორბებს ისევ ყელში ამოსდით, წყლის ზედაპირი ვერ ელევა, კვლავ მზის სხივს ნატრობს და ელოდება მის ამოსვლას, როგორც მე - სატრფოს. ისევე ხვდება მზე, რომ ყოფა არის სასტიკი, როგორც სიცოცხლეს შემნატვრელი ძია ლასტიკი, უსვამდა ნიჩბებს ვარსკვლავებით მოოქრულ ღამეს ჩემი ფიქრები, შენი თავი რომ შემაყვარეს. შენში ჩასახლდა ურწმუნობით სავსე ვექილი, რომლის თვალებშიც გაჩნდა დარდი ამოზნექილი, ხმამაღლა ჰყვირის, თითქოს ზეცას ამით შეჰხარის: „ყოფნა - არ ყოფნა, საკითხავიც აი ეს არის!“ მეტად ხანმოკლე დაისია, როგორ ხარ ნეტავ... აქ მთვარემ ზღვების ანარეკლი მთლად გააღმერთა, ზღვების, რომლებიც ვერ ელევა მზეს, სხივებს ნატრობს და ელოდება მის ამოსვლას, როგორც მე - სატრფოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი