სახე, რომელიც სარკეში არ ჩანს...


სახე, რომელიც სარკეში არ ჩანს,
ემჩნევა ლექსებს,
(ახლა ცხოვრება ჩემს დღეებს ხარჯავს,
მე კი ავად ვარ)
რასაც აქამდე ყველგან ვეძებდი,
დღეს აღარ ვეძებ
და დიდი ხნის წინ ბრმად რაც ვირწმუნე,
ისიც აღარ მწამს.
სხვის კართან დავდე გადარჩენილი ყველა იმედი..
ახლა რძისფერი ღრუბლების მიღმა
ვიწყებ მზის ძებნას.
მხოლოდ მას შერჩა იმდენი ძალა,
მომწვდეს სხივებით..
მხოლოდ ის შეძლებს შეცვლილ თვალებში
სულის მიგნებას,
სადაც კვალს ტოვებს უკვე განცდილი ყველა მომენტი,
ქვიშად ეყრება ზედ დრო, რომლისაც
აღარც კი მჯერა
და ყველა ლექსი, როგორც მორიგი
ავტოპორტრეტი -
ადრე თუ გვიან მოყვება, რატომ
დავიწყე წერა..
ადრე თუ გვიან ჩემს თავსაც ვამხელ,
როგორ გადავრჩი,
და ფიქრით როგორ ვცვალე სამყარო,
რამ გამაღვიძა..
კვალს კი, რომელიც ქვიშის ქვეშ არ ჩანს,
ლექსებს დავამჩნევ,
და მერე, ალბათ, მათაც ცეცხლს მივცემ...
და გადავიტან.

/ Annabel Clause /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი