თუ ღმერთი გწამთ, დაუწიეთ ყველა სათქმელს...
თუ ღმერთი გწამთ, დაუწიეთ ყველა სათქმელს, წვიმდეს.. ქროდეს.. ანათებდეს.. რამე ციდან, მე ნუ გამრევთ, სულ ერთია, რას დაარქმევთ, მე ნუ მომთხოვთ, თქვენთვის გწამდეთ თქვენი წმინდა. ეს ხმაურიც ჩააჩუმეთ! წლიდან წლამდე წუთი მაინც დამიტოვეთ ხელუხლებლად.. და ნუ ეძებთ ჩემს ხელებში მძივის მარცვლებს - დამეფანტნენ.. სულ.. ფერების განურჩევლად.. ხმელი ტოტით ყოველ ღამე ჭაობს ვჩიჩქნი - ამას წინათ ჯიუტად რომ ტბა დავარქვი. იქ ჩაყრილი სიტყვებია, და არ ვიმჩნევ, რომ დავნებდი.. და ნაბიჯიც ვერ გადავდგი.. ვიღაც მსგავსი დღეს საკუთარ კარადიდან ირონიით, მტვერს სახეში ურცხვად მაყრის.. დამაცადეთ, თუ ღმერთი გწამთ, გადავდივარ! ვერცერთ ადგილს 'ჩემი სახლი' ვერ დავარქვი. .... დაუწიეთ, დაუწიეთ ყველა სათქმელს! / Annabel Clause /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
♥️💫