მარტია! თოვა რად გაიკვირვე?!


მარტია! თოვა რად გაიკვირვე?!
თოვდეს...
მოიტანს რამე სასწაულს,
თუკი უფალმა ასე ინება
მერე რა, თუკი მე ამ გაზაფხულს
ლექსებად ვწერდი, როცა მზემ შუბლი
სათოვლე ღრუბლებს ამოაფარა.
ვის დავემდურო, ქარებს თუ ღრუბლებს,
თუ მთებს...
ასე რომ შვენით ჭაღარა?
ვინ იცის, 
სუსხით ნატარებ სითბოს,
მთელი ზამთარი ზეცა ითმენდა..
ნახე!
ბუნება სველ კვირტებს ითბობს,
მოვა დრო, ფრთები ჩვენც დაგვითბება.
და ისევ თოვა..
თოვა ისეთი,
სწორედ გაზაფხულს როგორც სჩვევია.
უთუოდ მოვა ახლა ის ღმერთი,
ტკივილებს მიღმა რომ შეგვრჩენია.
...
მოვა და, ალბათ, მოიყვანს ჩიტებს.

/ Annabel Clause /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი