გაიღვიძე, დაო!
გაიღვიძე დაო.. სასთუმალთანვე მიატოვე დღე გუშინდელი, ნუ წამოიღებ მზეს სიზმრებიდან ! ჩამოივარცხნე არეული ფიქრი ღამის და გადაიყარე მერე მხრებიდან. დილა შეისხი უძილობით სავსე თვალებზე, ჩამოიბანე თავად ღამეც უპეებიდან.. .... ჩაიცვი რამე, მსუბუქი და ფორთოხლისფერი. გამოდი დაო! მაგ კედლებშივე მიატოვე სხივებდაცლილი წინა საღამო, და ჩალისფერი სხეული მიაფიცხე მოვარდნილ ქაოსს. .... გახსოვდეს დაო, ქაოსიც კი სჯობს უძრაობას, სჯობს, თბილი სისხლი მიწვდეს ძარღვებს - ასე გამომშრალს. .... იხეტიალე ! სანამ ძალა შერჩათ კიდურებს, და თუ დადგები, სულ ერთი წამით, შესასვენებლად - წარმოიდგინე, ტბა ხარ და ზეცა გულში გიყურებს.. .... იხეტიალე, აირეკლე მზე დღევანდელი! (მზე დღევანდელი - ღმერთია, გწამდეს.) გზა განაგრძე და იხეტიალე.. იხეტიალე.. ამ გაუკვალავ დედამიწაზე, სანამ შენს ბილიკს არ წააწყდები, ბილიკს, რომელიც მიგიყვანს გზამდე. / Annabel Clause /
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი