მე პოეზიად გაქციე


მე პოეზიად გაქციე
და შენთვის სათქმელ ასობით სიტყვას,
ხელშესახებს და ხილულს, როგორც 
ფურცლზე ნაწერ რაკრაკა რითმებს,
(თანაც უზომოდ გამჭვირვალეებს, 
როგორც ზეპირად თქმულ ექსპრომტებს)..
ვრითმავ..
იცი, მე თავად ვიქეც სტროფებად,
მაგრამ უშენოდ
ვერ გავირითმე, მეკლდა ვნება და სითამამე..
ვისურვე შენი ტკბილხმოვანი რითმით აგევსე.. 
და შენც გამლექსე.
ნაყოფიერი იყო ჩემში შენი შემოსვლა..
მე დავორსულდი სიყვარულით
და ტკივილით გიჩენ ამ ლექსებს..

/ Annabel Clause /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ცოტნე არჩვაძეპოეტი, ფილოსოფოსი3 წლის წინ

ძალიან კარგი ლექსია. როგორ მიხარია, რომ შენი გვერდი გააკეთე ამ ძალიან მაგარ ლიტერატურულ საიტზე! წარმატებები 💖💖💖

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი