მჭირდები


ღმერთო, არც ვიცი, როგორ მყოფნის გამბედაობა,
გითხრა - მჭირდები, (მაგრამ მართლა ისე მჭირდები)..
მომეცი ძალა, რომ საკუთარ მაცდურ მზაობას,
წინ აღვუდგე და საკუთარ თავს რასაც ვპირდები,
არ მოვუსმინო!
და მორალის ბოლო ნარჩენი
არ ვანაცვალო ეგოისტურ სურვილს, მიშველე!
არ მაქვს უფლება, არ მაქვს ძალაც სწორი არჩევნის,
გთხოვ, დამიჯერე!
ყველას ნაცვლად შენ დამიჯერე..
გთხოვ, ეს პეპლები, სამი დღე რომ უნდა ეცოცხლათ
და არ კვდებიან, თავად როგორ მოვკლა, მასწავლე..
ეგოიზმია სიყვარულით მისი შემოსვა,
მასწავლე, მასთან მაინც როგორ ვიყო მართალი..
.......
ღმერთო, არ ვიცი როგორ მყოფნის გამბედაობა,
გითხრა, მჭირდები, 
მაგრამ ახლა მართლა მჭირდები!

/ Annabel Clause /

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი