Human Sadness


5°- ია..
წვიმის წვეთების ხმა  ისმის გარედან, თითქოს ერთმანეთს ასწრებენ სახურავზე დაცემას. 
სამსახურში მაგვიანდება და საჩქაროდ ვდგები საწოლიდან. მაინც და მაინც ამდროს მიჭირს ყურსასმენების პოვნა როდესაც მაგვიანდება და უხასიათოდ ვარ. როგორც იქნა ვიპოვნე, ქურთუკიც ჩავიცვი  "The Voidz-Human Sadness" ჩავრთე და გავედი სახლიდან.  
სახლში საუზმის ვერ მოსწრების გამო  გადავწყვიტე რამე წასახემსებელი მეყიდა და სამსახურში მისვლამდე მეჭამა, რადგან თანამშრომლები არ დამეცოფა ჩემი შიმშილის გამო. ნელ-ნელა ვიძირები ყურსასმენებიდან წამოსულ სიმღერაში, ვითვლი დროს შუქნიშანზე და ველოდები როდის გამწვანდება, გზაზე გადასვლისას ისევ სიმღერაზე ვკონცერტირდები და ვხედავ შორიდან მომავალ მანქანას, ვარაუდით გადავასწრებ  მაგრამ მგონი არასწორად ვივარაუდე, რადგან ვხედავ როგორი სიჩქარით მორბის და სადაც არის დამეჯახება. იმდენად მოულოდნელია  ეს ყველაფერი რომ  ვერ ვფიქრობ  ვერც უკან დახევას, ვერც წინ წასვლას თითქოს სხეული არ მემორჩილება. ან შეიძლება ეს ზუსტად ისაა რაც მინდოდა და ჩემი ტვინი და სხეული მეხმარება ამის განხორციელებაში.  ვხედავ როგორ მეჯახება და  ჰაერში მაგდებს, შემდეგ ისევ ძირს მანარცხებს. ვგრძნობ როგორ მოდის გატეხილი  თავიდან  სისხლი. მესმის  როგორ კივის და ყვირის ხალხი, მესმის მათი შეძახილები: - ვაი, საწყალი, სასწრაფოში დარეკეთ, სუნთქავს?  მოკვდა? გადარჩება ნეტავ? ზოგი მძღოლს მისტირის, ზოგი მე რომელიც ჯერ ისევ ცოცხალი ვარ.  ვგრძნობ, როგორ მდის სისხლი, როგორ მტკივა ყველა ძვალი. საშინელი სისხლის, უიმედობის და ცოტა კმაყოფილების სუნი არის ირგვლივ.  თვალების გახელის ძალა არმაქვს რომ დავინახო ის ნაცნობი რომელმაც მხოლოდ "თათი"-ს დაძახება მოასწრო ჩემს დანახვაზე,  ვგრძნობ მისი თბილი ხელების შეხებას ჩემს ცივ ხელზე  და სახეზე. მესმის როგორ მაიმედებს აღელვებული და შეშინებული რომ ჩემს გვერდით არის. საპასუხოდ ვცდილობ თითები მოვუჭირო ხელზე. 
 ხმაზე ვერ ვცნობ ვინარის, მაგრამ ალბათ ძალიან ახლობელია რადგანაც ასე ახლოს მოვიდა და მამშვიდებს.
ამდენხნიანი ლოდინის შემდეგ   მოვიდა სასწრაფო, ან დიდი დრო გავიდა ავარიიდან  ან ჩემთვის გაიწელა დრო სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ისიც არვიცი მინდოდა თუ არა ჩემთვის ცოცხალს მოესწროთ. სირენების ხმა საშინლად ჩამესმის  და მინდა ვიკივლო რომ გამორთონ. ერთ-ერთი ექიმი მომიახლოვდა, პულსი გამისინჯა და საკაცე მოითხოვა. ვგრძნობ საკაცეზე როგორ მაწვენდნენ დიდი სოფრთხილით და ის ნაცნობი ისევ ჩემს გვერდით იყო. მესმოდა და ვგრძნონდი ყველაფერს მაგრამ არც თვალის გახელა, არც მოძრაობა და არც საუბარი შემეძლო. მესმოდა როგორ ეუბნებოდა   ექიმს რომ წამოყვებოდა საავადმყოფოში, მისი მეგობარი ვიყავი და ვერ დამტოვებდა. მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა,  თან თმებზე მეფერებოდა და ვგრძნობდი როგორ უკანკალებდა ხელი, იმის შიშით რომ  შეიძლება საავადმყოფომდე ვერ მიგვესწრო. 
ჩემს ყურთან ჩურჩულებს, მახსენებს რომ ძლიერი ვარ..
---თათ, ცოტაც უნდა გაუძლო, გადაგარჩენთ.. ისევ უნდა იცოცხლო,  შენ წინ ფერადი და ღიმილებით სავსე დღეები გელოდება ) შენი ღიმილის გარეშე ყველაფერს აზრი დაეკარგება.. იმ ღიმილის ჩემთვის რომ მზის ნათების ტოლფასია. როცა იღიმი თვალები გეჭუტება, ტუჩს და ლოყას შორის კი პატარა ორმოები ჩნდება..  მაგ ღიმილის შემხედვარე ყველა პრობლემა ქრება თითქოს..
ნელ-ნელა მისი ხმა იკარგენა და მე ჩემს ეგოისტურ ფიქრებში გადავინაცვლე. ვფიქრობდი ჩემი სიკვდილის შემდეგ ყველა წვრილმანზე. ისეთებზეც როგორიც არის თუ რას ჩამაცმევდნენ  დაკრძალვისას. მე ხომ ის ადამიანივარ ვისაც ყველანაირი წვრილმანის გათვლა უყვარს. ვფიქრობდი ქვაზე რომელ ფოტოს გადაიტანდნენ, წითელ ტუჩსაცხს ხომ წამისმევდნენ. ისედაც ფერწასული უარესი დასანახავი ვიქნებოდი ტუჩსაცხის გარეშე.
წარმოვიდგინე ყველა იმ ადამიანის რეაქცია ვინც ჩემს ცხოვრებაში არსებობს, ყველას ტკივილი მაგრამ ყველა მის თავზე იფიქრებს, მათ ტკივილზე იდარდებენ, მაგრამ იფიქრებს კი რომელიმე იმაზე რომ მე სულ მარტო ვიქნები მთელი ცხოვრება მიწაში. ნეტავ თუ იფიქრებენ როგორ მეშინია იმ სიცარიელის   რაც მელოდება, მეშინია რომ მაქსიმუმ 1 წელში ისე გააგრძელებენ ცხოვრებას თითქოს არაფერი, ყველა გაიღიმებს, გააგრძელებენ ცხოვრებით ტკბობას, მე კი არვიქნები, მხოლოდ ჩემი სხეული იქნება ამ სამყაროში და ისიც მიწაში  სადაც ვერავინ  ეცდება გამითბოს გაყინული ხელები, სადაც ალბათ უკვე მხოლოდ ჩემი ძვლები იქნება. ვერავინ ჩამეხუტება და  მეტყვის რომ მოვენატრე, აღარავინ დამელოდება. აღარავის  გაეღიმება როდესაც შემთხვევით შემხვდება რადგან რამდენადაც არუნდა მომინდეს ვეღარსად წავალ.   მეშინია რომ დამივიწყებენ ერთ დღესაც და მხოლოდ აღდგომას, გარდაცვალების და დაბადების დღეებზე გავახსენდები. ან კიდე დალევისას როდესაც მიცვალებულების სადღეგრძელოს იტყვიან. ესეც მხოლოდ ოჯახის წევრებს გავახსენდები ამ მომენტებში. დანარჩენის მეხსიერებიდან გავქრები ისე თითქოს არც მიარსებია მათ ცხოვრებაში. ჩემი გახსენება სევდას არ მოგვრით, ალბათ მხოლოდ იმას იტყვიან რა ახალგაზრდა გარდაიცვალაო.  ვგრძნობ ლოყაზე როგორ ჩამომდის ცრემლი, სადვარ არვიცი, სუნთქვა მიძნელდება და პულსაცია  ეცემა ისე სწრაფად რომ ვეღარაფრის გაკეთებას ვერ ასწრებენ ექიმები.  მე კიდევ იმ ხელს ჩემდაუნებურად ვუშვებ ხელს რომელიც მთელი ეს დრო ჩემს გვერდით იყო. არვიცი ვინიყო მაგრამ ვგრძნობდი რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი მისთვის. 
მახსოვს ბოლო ამოსუნთქვა რომელიც მტკინვეული იყო,
მახსოვს მარტოობის შიში  და დასასრული ჩემი   ცხოვრების.
გარდაცვალების დრო:
 18:11:2030 11:00."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი