გაზაფხული


"დღეს გაზაფხულის პირველი დღეა და მინდა მას მივულოცო, ვინც თავად არის ეს წელიწადის დრო,  თავისი რთული ხასიათით, მოულოდნელი წვიმებით, ქარებით  და ხშირად ჩემთან მაინც მზიანი ამინდივით მყოფი.. ის გაზაფხულივით კაცია.. ხან მძიმეა, ხან სევდიანი, ხანაც ჩაფიქრებული, თითქოს შინაგან ზამთარს ებრძვისო. ადვილად ნაწყენდება და ბავშვივით იბუტება, რადგან მისი გული ზედმეტად ბევრს გრძნობს.
მაგრამ არის წამები, როცა მის სახეზე ყველაფერი იცვლება. ჩემს დანახვაზე ისე ეღიმება და ხანდახან ისე იცინის კიდეც, თითქოს ღრუბლებიდან მზემ გამოანათა და ერთიანად გაათბო ირგვლივ ყველაფერი. ეს ღიმილია  ყველაზე დიდი ძალა, ჩემს სულს ათბობს, მაბედნიერებს და იმედს მაძლევს.
მინდა, ამ პირველ გაზაფხულს ვუსურვო სიმშვიდე, რომელიც მას ასე სჭირდება. ვუსურვო, რომ მის სულში მზე უფრო ხშირად ანათებდეს, ვიდრე წვიმდეს. 
გილოცავ, ჩემო გაზაფხულო, გაზაფხულის პირველ დღეს. მინდა, ჩემთან ყოფნისას მაინც პოულობდე იმ სიმშვიდეს, რომელიც ასე გაკლია და გჭირდება... მსურს, ჩემი სიყვარული იყოს შენი თავშესაფარი ყველა შინაგან ქარბუქში. მიყვარხარ შენი სევდითაც და შენი ღიმილითაც, რადგან ზუსტად ეს ერთობლიობა  გხდის ჩემს გაზაფხულად.
მე შენ ძალიან მიყვარხარ."

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი