მეგობარი


მეგობრობას საზღვარი 
აქვე შემოუხაზეს,
ჩვენ კი დავრჩით,
ზღვარს მიღმა,
მოგონების ამარა.

ახლა მინდა რომ გნახო
გზა შენამდე შორია,
უწინ მე ეს შემეძლო
ახლა არ შემიძლია,

ჩადრიანი ეშმაკი
სწორედ ამას დარდობდა,
წუხდა როგორც არასდროს,
მეგობრების დაკარგვას.

გული ძლიერ სტკიოდა,
ყოველი დღე  მძიმდება, 

ყოველ ნახვაზე, თვალი ბრწყინდება,
ნაზად , მიწისკენ მიმართულად ვარდება ცრემლი,

გული კვდომას არ წყვეტს,
 ეცემა ძირს და განწირული,
 ხმით შველას ითხოვს,

ოხხ მეგობარო, არ მიმატავო
მაპატიე თუკი ვერ დაგაფასე,
არ მიმატოვო, მე ხომ შენი
პრინცესა ვიყავი, 

გახსოვს ჩვენი ძვირფასი წუთები?!
ოხ ჩემო მეკვლევ ! ეს რა დღე დაგვიდგა,
უერთმანეთოთ გვიწევს  ცხოვრება,

ოხხ მეგობარო, არ მიმატავო
მაპატიე თუკი ვერ დაგაფასე,
არ მიმატოვო, მე ხომ შენი
პრინცესა ვიყავი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი