სიყვარულისთვის
მე ასეთი სიყვარული მინდა, ილუზიებით და ფანტაზიით აღსავსე, უსაზღვრო ბედნირება, დაძაბულობის გარეშე ლაღი და ნაზი... ვხარობდი ყოველი დღით, მდინარის პირას ჩამომსხდარნი ერთურთს, რომ ვტრფობდით, ვუცქერდით მზეს, მზისსხივებს ნათელს, ვტრფობდით სამყაროს , ადამიანებს, ვტრფობდით ბუნებას , ნაზი ნიავით... შენით ვტკბებოდი , როგორც ბავშვობაში, ჭრელი ცისარტყელით, მის სანახავად, ფანჯრისკენ ფეხაკრეფილი, რომ გავქანდებოდი, მომავალს ვგეგმავდით , აღსავსე ფერებით, ველოდით დასასრულს, როგორც ზღაპარში , მაგრამ ამაოდ, თურმე ზოგიერთი, ოჰ ზოგიერთი ადრევე კვდება, ვფიქრობდი რამექნა, ნუთუ უშენოთ ყოფნა შემეძლო, ნუთუ შენს მესიჯს ვეღარ ვნახავდი, ნუთუ მორიდებით, ხელს ვერ ჩაგჭიდებდი, ნუთუ ვცდებოდი, მე ვოცნებობდი, მე ვოცნებობდი, ახლა კი გულგატეხილი, ღრუბლებს შევყურებ, ოჰ ჩემო კარგო... სიყვარულო , ობლად დატოვილო, სანუკვარო წარსულო, ნუთუ შენი დავიწყება მე შემიძლია?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი