პირობითი დღევანდელობა


მარადიული არაფერია, არც ტკივილი და არც ბედნიერება. ყველაფერი,რაც ერთდროს ძვირფასი გეჩვენება, წლებთან ერთად კარგავს ფასს. 
ბედნიერება პირობითია, როგორც უბედურება. ჩვენც პირობითად ვცხოვრობთ დღევანდელობით და არ ვიცით,რა შეიძლება იყოს ხვალ.
სიყვარულიც კი პირობითია,  ასე მგონია, მხოლოდ ის სიყვარულია პირობითი, რომელსაც დასასრული აქვს. 
ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში, როცა ჩემზე უფროს ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ,  ვფიქრობდი, რომ არასდროს შემიყვარდებოდა ვინმე და ,მით უმეტეს, საკუთარ თავზე მეტად. 
დროის სვლასთან ერთად ჩემს ამ განწყობას ბანალურმა სიტყვებმა გადაუსვა ხაზი, "არასდროს თქვა, არასდროს". არ ვიცით სად წაგვიყვანს ცხოვრება და რამდენად მარტივია გზა,რომელიც ბედნიერებამდე უნდა გავიაროთ. მაგრამ სიყვარული გარდაუვალია, ჩვენ ყველას გვიყვარდება ვიღაც და არ არსებობს ცუდი ან კარგი მაშინ, როცა არსებობს გრძნობა, ცუდი ადამიანები საერთოდ არ შემხვედრიან, ისინი თავიანთი ქცევებით გვიქმნიან წარმოდგენას, საქციელით,რომელსაც თავად ქმნიან,
სხვა შემთხვევაში ჩვენ ყველამ ვიცით, ღმერთს არ უთქვამს, შენ ცუდი იყავი ან შენ საუკეთესო, მხოლოდ უფლება მოგვცა, გვეცხოვრა. სწორად თუ არასწორად ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ყველა ადამიანს, რომელსაც ცხოვრების ბნელი ლაბირინთი აქვს არჩეული, სიყვარული უნათებს თვალებს და იხსნის მდგომარეობიდან. 
სიყვარულს შეუძლია დარტყმა მოგაყენოს, იტირო, დეპრესია აიკიდო, თუმცა შეუძლია გაგაბედნიეროს კიდეც. ბედნიერება მთავარია ცხოვრებაში იმისთვის, რომ  არ მოკვდე ცუდზე ფიქრით, ცუდის ლაპარაკით, ცუდი ქმედებებით.
ბედნიერ ადამიანებს არ აქვთ დრო იმისთვის, რომ ვინმეს ან რამე ცუდი უსურვონ რადგან მათ კარგად იციან ბედნიერებას არაფერი შეედრება და ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ. 
უბედურ ადამინებს თავისი ტკივილის თვალებით ტარება შეუძლიათ, ღიმილის დროს რომ თვალები ცრემლნარევი აქვთ, ყოველ წამს თვალი რომ უშტერდებათ რამეზე ან ვინმეზე, ფიქრობენ და არიან სხვა სამყაროში.
არ ვირჩევთ უბედურებას, უბრალოდ ვცდით მას და ვაფასებთ ბედნიერებას. თავისით მოვა ყველა განსაცდელი, შენ ელოდები რამე გაგანადგურებს ან ვინმე გააკეთებს ამას, ან გაგაბედნიერებს. ეს მხოლოდ შენზე არ იქნება დამოკიდებული და არასდროს დაადანაშაულო სკუთარი თავი თუ სინანულით ცხოვრობ რადგან, ადამიანმა უნდა გაიაროს ყველაზე ეკლიანი გზაც, უნდა ეტკინოს, იტიროს. ნუ ჩაიკეტები საკუთარ თავში და ნუ დასჯი შენს თავს, გახსოვდეს,შეუცდომელი არავინაა ქვეყანაზე და შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია.რომ ამბობენ ადამიანები არ იცვლებიანო,მე არ მჯერა, ყველა ადამიანს შეუძლია შეიცვალოს, ბოროტს შეუძლია კეთილი გახდეს, ათეისტს შეუძლია იწამოს ღმერთი, მკვლელს შეუძლია მოინანიოს და გააგრძელოს ცხოვრება. ზოგჯერ,ეშმაკი იმარჯვებს ჩვენზე,მაგრამ  შეგვიძლია ბრძოლა.არ არსებობს რამე ისეთი რასაც ადამიანი ვერ დაძლევს, ყველაფერი გაივლის და რჩება მხოლოდ მოგონებები, უნდა დააგროვო ისინი და შექმნა შენი ისტორია, ქვეყანაზე ცუდიც ბევრი ხდება,მაგრამ ვაჯობოთ საკუთარ თავს და უმეტესად კარგით ავივსოთ გული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი