•სამოთხეა დედამიწა•


ექვსი  საათია, ზაფხულის ჩვეული სიცხე, დღეებს ითვლის უძილობა.
გარეთ სიო არ იძვრის, ვიღაც ჩემსავით მოუსვენრობისგან აღებს ფანჯარას და უსმენს მუსიკას. 
ვიღაც ჩემს მსგავსად განიცდის ხვალინდელ დღეს, ვიღაც ფიქრობს, რომ შემდეგი ვისაც სიკვდილისთვის გაიმეტებენ, თავად შეიძლება იყოს და 
მეც ასე ვფიქრობ.
ვინ ბედავს ვინმეს სიცოცხლის საკუთარ თავზე აღებას? 
ვინ ირჩევს სწორ გზას ადამიანობისთვის ? 
და ვის შეუძლია თქვას სიმართლე ? 
შენ სპობ ვიღაცის მომავალს, შურისგან შეჭმული ვინმეს სხეულს ისაკუთრებ და ექცევი ისე როგორც ნაგავს, შენ გქვია მკვლელი, ჩვენ ვიცით არ იბადებიან მკვლელები, ყალიბდებიან მკვლელებად. 
სწორ გზას ირჩევს ის ვისაც უყვარს ღმერთი, ვინც ფიქრობს, რომ ყოველი ახალი დღე საჩუქარია და ბედნიერება უნდა მივუტანოთ სხვას იმისთვის, რომ თავად ვიყოთ ბედნიერები. ასეთ ადამიანებს სწამთ სიყვარულის,  და არ ჭამთ ბოღმა.
ვინ იტყვის სიმართლეს ? 
ა დ ა მ ი ა ნ ი, ცოტაა ადამიანი ქვეყნად მაგრამ, ის ცოტა იტყვის სიმართლეს. სულის ჭუჭყი არ მისცემს ადამიანს მოსვენებას, ნამდვილი ადამიანი მალე მოიშორებს თავიდან იმას, რაც სათქმელი აქვს.
ღვთის მოშიში ადამიანი იტყვის სიმართლეს, იტყვის იმიტომ, რომ ეს არის პატივისცემა ღმერთისა და საკუთარი თავის.... 
უნდა გეშინოდეს იმის, ვინც განახა წუთისოფელი. შიში არ არის სამარცხვინო, ეს არის სინდისის მქონე ადამიანების მიერ განცდილი გრძნობა. და ხვდები ადამიანო რამდენი უსინდისოა ქვეყნად ? 
მე მწამს, ყველაფერი რაც მოხდა უნდა მომხდარიყო, ვიცი ღმერთს თავისთვის კარგი უნდა, მაგრამ არ ვიცი რატომ იღებენ სხვის სიცოცხლეს საკუთარ თავზე, რატომ არ სტკივათ განწირვა იმის, ვისაც ჯერ სულ არ უცხოვრია. ამ დროს არ ვიცი რა ხდება, თითქოს ეშმაკი იმარჯვებს ადამიანზე, მართავს მის სულს და ამძიმებს მას. 
გახსოვდეს, ეს ცხოვრება შეიძლება დამთავრდეს მაგრამ, ამის იქეთ ჩვენ ისევ მოგვიწევს ვიცხოვროთ. 
რასაც დათესავ დღეს ხვალ სწორედ იმას მოიმკი, დადგები გზის გასაყარზე და გადაწყდება შენი ბედი, 
რა გეკუთვნის, ჯოჯოხეთი თუ სამოთხე.  
ერთხელ მაინც გვიფიქრია როგორია ჯოჯოხეთი, ან თუ არსებობს ? იქნებ ის არის სადაც ახლა ვცხოვრობთ, ან პირიქით სამოთხეა დედამიწა. 
სამოთხე სადაც აშავებ, ურცხვად ცხოვრებას აგრძელებ და არ თხოვ ღმერთს გაპატიოს, სამოთხე რომელშიდაც შენს მსგავსად ცხოვრობენ ადამიანები და გამოჩნდება ვინმე, ვინც სხვის სიცოცხლეს მოსპობს. ვისზედაც იმარჯვებს ეშმაკი..
აირჩიე სად გინდა იცხოვრო, ჩაწვდი ცხოვრების ამაოებას, გაიგე, რომ დედამიწა სამოთხეა, ყოველი დღე გამოცდაა და შენზეა დამოკიდებული როგორ გაივლის მას... 
დაისახე მიზანი, იცხოვრე არა მარტო შენთვის, არამედ სხვისთვის. 
არ უნდა გამოადგე მხოლოდ საკუთარ თავს, სხვისთვისაც უნდა გამოდგე. გწამდეს იმის ვინც სიცოცხლე გაჩუქა, უსმინე დედას რომელმაც იცის რა გტკივა მაშინ როცა იღიმი.
სამოთხეა დედამიწა, შენ უნდა გაიგო ეს. ჩვენი ჯოჯოხეთი იქ არის სადაც საკუთარ ცოდვებთან მარტო ვრჩებით, ცოდვებს ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი 
ინანიებენ.

•სამოთხეა დედამიწა•

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი