•დრო•
ყოველი ახალი დღე ახალი შანსია, ცხოვრების ახლიდან დასაწყებად. ნუ მისცემთ თქვენს თავს უფლებას დაყაროთ ფარ-ხმალი და უარი თქვათ იმაზე, რაც აუცილებლად გახდება თქვენი. ნებისმიერ დღეს შეუძლია გაგანადგუროთ და ნებისმიერი დღე მოგცემთ უდიდეს ბედნიერებას, მთავარია კითხეთ საკუთარ თავს რა გსურთ, რას ელოდებით ცხოვრებისგან და სანაცვლოდ რაზე ხართ წამსვლელნი. შეხედეთ თქვენს პიროვნებას და წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იქ, სადაც ლაღები იქნებით, ყოველგვარი ბოროტებისა და ბოღმის გარეშე. ცხოვრების ყოველ ახალ ეტაპზე ახალი შთაგონებით სავსე იქნებით, თუ რომელიმე დღეს იმედგაცრუებას იგრძნობთ, ნუ დანებდებით. იმედგაცრუება ადამიანებისგან მოდის და არასდროს ღირს საპასუხოდ იგივეს დაბრუნება, აჩვენეთ ადამიანებს, რომ ყოველი მათი დამსახურებით მიღებული წყენა, თქვენთვის მოსალოდნელი იყო და დღეს ამით გაოგნებულები არ ხართ. თავი დახარეთ ოღონდ არა ისე, რომ ვინმემ ყელი გამოგჭრათ. ისევ დაიწყეთ ახლიდან ბრძოლა, საკუთარ მიზნებზე და თქვენ ყველაფერი გამოგივათ, მთავარია გინდოდეს ეს საკმარისი მიზეზია, იმისთვის, რომ მიიღო ყველაფერი. როცა მართლა გსურს, გულით გსურს, ყველაფერი გამოგივა.. ოღონდ გახსოვდეთ, თავმდაბლობა ეს სწორედ ის არის რაც გამარჯვებამდე მიგიყვანთ. დრო აუცილებლად შეგახვედრებთ ადამიანებს, რომლებიც ვერ გახდებიან თქვენი შთაგონების მიზეზი და პირიქით, ყოველთვის გეტყვიან, რომ არაფერი გამოგივათ. რომ შენს გულწრფელ სურვილებში, ისინი დაინახავენ მხოლოდ იმას რაც ირგვლივ ყველას ღიმილს მოჰგვრის, აუცილებლად მიატოვეთ ისინი და არასდროს ეცადოთ გაამართლოთ ადამიანები, რომლებიც აბუჩად იგდებენ იმას რაც გულით გსურთ, სხვა შემთხვევაში ვერასდროს იგრძნობთ რას ნიშნავს გყავდეთ გვერდით ნამდვილი ადამიანები. დრო მოვა, შეგიყვარდებათ და ყველაფერი თავდაყირა დადგება. მერე ძალიან დიდხანს ეცდებით გაიგოთ რა უკეთესია, ენდო გონების კარნახს თუ გულმა გმართოს, უამრავ გაუაზრებელ ნაბიჯს გადადგამთ ურთერთობაში, ყველაფერი სულერთი გახდება და იფიქრებთ, რომ ძალაუფლების პატრონი ხართ, რომ ყველაზე ბედნიერი ხართ და ვარსკვლავებზე მეტად ანათებთ როცა იმ მამაკაცის გვერდით ხართ რომელიც გიყვართ. მერე ყველაფერი რომ დამთავრდეს შავებს ჩაიცვამთ, სულის ტკივილი აგიტანთ და ყველაფერი რაც ერთ დროს მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, ახლა გაუფერულდება. გახსოვდეთ, რასაც ცუდი დასასრული აქვს ყველაფერს ცუდად ნუ გაიხსენებთ, იფიქრეთ დროზე როცა ვარსკვლავებზე მკვეთრად ანათებდით და არასდროს ინანოთ თქვენი ქმედებები. როცა დრო გავა, თქვენი მიზნები ისევ იქ იტივტივებს სადაც დატოვეთ. გახსოვდეთ, რომ არასდროსაა გვიან არ იდარდოთ დრო რომ ასე გარბის?უთხარით საკუთარ თავს, რომ რაც კი ცხოვრებაში გამოგივლიათ ყველაფერი უნდა გენახათ და ისევ აიღეთ ფარ-ხმალი ხელში, ისევ იწყება თქვენი ბრძოლა ცხოვრებასთან, ამჯერად გაიმარჯვებთ იმიტომ, რომ ადამიანების ამოცნობას შეძლებთ, გაიგებთ რას ნიშნავს უყვარდე და გიყვარდეს უანგაროდ, მიხვდებით სად არის თქვენი ადგილი ცხოვრებაში, რომ თავმდაბლობაზე ღირებული არაფერია. რა მოაქვს დროს ? გამოცდილება, სიძლიერე, ბედნიერება, უბედურება. სიყვარული და ა.შ.... არ დაივიწყოთ, ყოველი დღე თქვენია და ნუ დაკარგავთ მას. ჩვენ ადამიანებს გაგვყავს დრო, დრო კი გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარია!