.მარტო მყოფი ადამიანის თვალიდან დანახული სამყარო


ბოლოს ვთქვი უფალო შემიწყალენ-მეთქი და ბოლო სანთელიც ჩარქვრა,ისევ მოიცალა ღამემ ჩვენთვის,ისევ დაგვტოვა საკუთარ თავთან მარტო, რომ ვკითხოთ თავს შევძელით კი,გვეზიდა ჩვენი კუთვნილი ჯვარი?ვზიდეთ?თუ ისევ თავი ავარიდეთ და გვერდზე გავწიეთ...სარკეში ვიყურები,ვუყურებ ჩემ თავს...თვალები გავაფართოვე და ახლა უფრო კარგად ვუყურებ,ახლა ერთი ხელი თვალზე ავიფარე,ახლა ცალი თვალით შევხედავ ჩემს თავს-მეთქი ვუყურებ და ცვლილებას ვერ ვხედავ...ახლა სულ დავხუჭე თვალები და დაბნელდა ახლა ვეღარ ვხედავ ჩემს თავს,მაგრამ ვგრძნობ მას თუ ,როგორ სუნთქავს,სწრაფად და მომენტალურად აჩერებს სუნთქვას და მერე ისევ გრძნობით ამოისუნთქავს თითქოს ტვირთი მოეშვა მხრებიდან. მოეშვა-მეთქი ისე ვამბობ,თითქოსდა სხვაზე ვსაუბრობდე.ხო,ამოვისუნთქე..ისეთი განცდა მეუფლება თითქოს „ხვალე“ აღარ იქნება,თითქოს არც გუშინ ყოფილა და არც დღეს არსებოს.ასე მგონია ყურებში წყალი მაქვს,არაფერი მესმის გარდა ჩემი სუთქვისა,რომელიც ქარიშხალს გავს და ერთიანად წალეკავს შენს სამყაროს.ეს წარღვნა უფროა,მაგრამ ამ შემთხვევაში კიდობანი არ გვაქვს,რომ თავს ვუშველო...
 ახლა საღამოს ექვსი საათია,ცა მოწმენდილია... ფუმფულა ღრუბლის კვალიც არ ჩანს ზეცაზე...ცა-ცისფერია...ბუნებას რომ გახედავ იტყვი დიდება უფალს,რა სილამაზეა.სასწაულია ყოველი დღე...როგორ უჩვეულოდ თენდება და ღამდება.ხან „დღის თვალი ამოვა“ და გვინათებს ცხოვრებას,ხან კიდე  „ღამის თვალი ამოვა“,თავისი სიდიადით და სილამაზით გამთბარი. შემოდგომაა და ჭრელი, ლამაზი ფერებით ვტკბები...თავისუფლება იგრძნობა აქ...ამ ფერებში. ხეები უკვე ზამთრისთვის ემზადებიან.ფოთლებს შეუწყდათ წყლისა და საკვების  მიწოდება, ამიტომაც იწყეს გახმობა და  ცვენა.ათას ფერსა და სივრცეში,თვალი ერთ ფერსა და მიმართულებას გამოარჩევს.უამრავი მელოდიიდან ერთი ყველაზე ძვირფასია.გონება კი ფიქრებით მხოლოდ ერთის გარშემო გვატარებს.
   შემოდგომა მზიანი დღეებით და გრილი ღამეებით გვატარებს.ფერებში გახვეულებს,ფერს გვაძებნინებს,ადგილს ვეძებთ ისეთს სადაც თავისუფლებაა.ჩვენს ცხოვრებას თავად უნდა მივცეთ ფერი,თუ უფეროა უნდა გავაფერადოთ,შეაყარე ფერები,იქნებ მოგეწონოს
...💙

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი