სამყაროს სევდები
სულის პოეტებო, გულის სონეტებო, სიყვარულის მომენტებო, ვინც კი მითხრა მომენდეო სწორედ თქვენთვის დავიბადე, სწორედ თქვენთვის ავიბლანდე, სხვებმა გული დამიწყვიტეს, ძაფი მოთმინების ამიწყვიტეს. ბერძნებო და ელინებო თქვენი პოეზია გულზე მომესია სადღაც მესიაა, მაგრამ გაქრა თქვენი დროისავით. მოკლა დრომ ისარი აღარ დარჩა კომისარი აღარც ფარჩა ნაისრალი კაცი მკადრებელი ყველაფრისა, ოღონდ რითმა ჰქონდეს ყველაფრისა ოღონდ რიტმი იგრძნოს ყველა სიტყვის გაატარებს სხვა რას იტყვის სიტყვის მთქმელსა რაღა დალევს? გრძნობის სასმისს იგი დალევს ვინ გვაჭედებს სულზე ნალებს? ვინღა გვიქრობს გულის ალებს? ალბათ ახლა მივხვდი საიდუმლოს არა ვამხელ მაგ იდუმალს მხოლოდ გულში დავიმარხარ ყველა საიდუმლოს მანდ ვინახავ შაოსანო ქალო,შენ ვინღა ხარ? შენი იდუმალი ქალი,მე ვარ თითქოს ასე მითხრა, მაგრამ არა!არ მაღირსა მაგ უღირსმა,მე პასუხი ამიტომაც იქ დავტოვე "რატომ კითხვა შემატოვე?" ასე მკითხა,გამაოცა მსგავსმა ტანჯვამ გამა-ოცა მახსოვს ფერთა გამა-კოცნა მაგრამ ახლა ისევ მოლოდინის რეჟიმში ვარ გადასული მახსენდება წლები გარდასული არაფერი შემრჩა გარდა სულის მხოლოდ მან შემფიცა,ერთგულების ძლიერ ფიცი,მხოლოდ ახლა ვიცი გვარზე მოხტუნავი კვიცი ეს ხომ მე ვარ ასე არის მეგობარო. მომისმინეთ მთა და ბარო დედამიწამ გითხრათ თქვენი ვარო დედამ მიწა მომაყარა,აღარ ვარო განწყობაზე ამა ქვეყნის შვილი მიწას მიმაბარა... "ყველაფერი წავაო და ასე დამიბარა" ქვრივმა დედამ უთხრა საფლავის ქვას ძლიერ ცრემლით მიწას დაუნამა, მობიბინე მწვანე გარსი. კარზე ისმის კაკუნის ხმა, ვინა ხარო,ასე კითხეს ცუდად რატომ ხარო კი არ დამეკითხეს და მე იმ დღეს მახსოვს ახლობლებმა მიმატოვეს გამვლელებმა ღიმილები დამიტოვეს გადავეცი სიხარული მეეზოვეს და დავეცი,როგორც წვიმის წვეთი გავწყდი,როგორც მოთმინების ბოლო ძაფი ეძიეო შენში ღმერთი, ასე მითხრეს უღმრთოებმა და მეც დავუჯერე,როგორც ბალღი თავის მშობელს მუცლიდანვე ენდობა და მისი ლაღი ნოტები კვლავ მე ჩამესმის წერტილი ამ ტაეპს არ დაესმის უკვე აღარ ვიცი,როგორ გავაგრძელო ეს სტროფები,როგორ დავაგრძელო ამიტომაც გავჩუმდები ხელი ჩემი ჩაჩუმდება ვგონებ აღარ უწერია ფიქრებს ჩემსას დადუმება ხელს რომ ბევრი უწერია არ ადარდებს უჯრედს ჩემსას, მაგრამ მოვუწოდებ თავი მოითოკოს და ამ სტროფით ლექსიც ასე მოითავოს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი