სახელი შენი


შენი სახელი არის ჩემი საყდარი,
და ქვეყანაზე კაცდთაგანი არვინ არ არის,
ღირსი რომ იყოს შეურაცხყოს ჩემი ტაძარი. ..
შენი ხელები მე მაგონებს სამყაროს საწყისს,
და არ აქვს აზრი მათოვს თუ მაწვიმს,
მე გათიშული ვაგდივარ მათში
სამყაროს საწყის და თრთოლვას კანის,
მე შემიძლია შევწირო თავი..
ო, როგორ მიყვარს ეგ წმინდა კანი
და ვეებერთელა მთის მსგავსი მხარი
შენი სახეა ჩემთვის საყდარი, 
სახე, ათასჯერ დანახატარი
სახეა წმინდა და დასთანაშებს სხივები მზისა
ოჰ, ენატრება მისი ნახვა ამ ბედკრულ მწირსა
შენი თვალები მაგონებს ლამპრებს
და მიახლდება ტკივილი მწარე
სადა ხარ ნეტავ, ვის უთევ ღამეს?
დარდს ვის უქარვებ,ვის უმტვრევ კარებს?
ვის ეგებება ეგ მზერა მწვავე, ან ვის უნათებს უკუნითის მთვარე?
 შენი თვალები გავს წვიმის წვეთებს
მოდიან, მე კი მაღლა ვწევ ხელებს
მეხის დაცემას უდრის შეხება
გული და თქეში ერთურთს ერევა
შენი თვალები გავს წვიმის წვეთებს 
ცეცხლს  კი არ აქრობს უმატებს შეშებს
ახლა შენ გძინავს ან ფიქრობ სხვებზე
მე კი ოცნებით ვსულდგმულობ დღემდე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი