8 მარტი


ღამის ოთხი საათია… 8 მარტი… 
არ მძინავს, უფრო მეტიც მანქანით “ვმოძრაობ”… 
რაღაცნაირ განწყობაზე ვარ, აი როგორ ავხსნა არ ვიცი, რომ გინდა ძალიან მხიარული იყო, ან მხიარული თუ არა კარგ რამეებზე მაინც რომ ფიქრობდე.. 
ძალით მაინც რომ ფიქრობდე კარგ რამეებზე… 
ჯერ მოჭიმული სახით ღიმილს ვიწყებ, შეშლილივით 🙂 და ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, მაგრამ აბა აზრი?? 
არანაირი არაფერი არ ხედება ტვინში, 
არაფერი კარგი არ მოდის, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ რაიმე ცუდზე ვფიქრობ… 
არააა… არაფერი მსგავსი, უბრალოდ ცარიელი ვარ… 
არა და მინდა სავსე ვიყო… 
ჩემთვის სასიამოვნო მუსიკა მაქვს ჩართული საკმაოდ მაღალ ხმაზე….
მსიამოვნებს…
ყავის ყლუპი… 
ეგეც სასიამოვნოა….
ჰოო, ამ ყველაფერს სიგარეტის ნაფაზი ჭირდებაა…
უიი, აღარ მქონია…
ეტყობა ეგააა, რომ უკმარისობის შეგრძნებას მიტოვებს…
ბრწყინვალე იდეაა… 
განათებული ნიკორა XL შევნიშნე და მანქანა გავაჩერე… 
დაუფიქრებლად გადმოვედი, სალაროსთან მივქანდი და ვეუნები: 
- ერთი თეთრი მალბორო თუ შეიძლება.. 
უცებ გამახსენდა რომ 8 მარტია… 
თავისით გამეღიმა, სასიამოვნო შეგრძნებაა, ამ  დღეს, თუ ღამეს რა მნიშვნელობა აქვს, რაღაც თავისებური, კარგი განწყობა შეემატა… 
ეგაა, ვფიქრობ ეგ მაკლდა, რაღაც კარგის შეგრძნება.. 
- იცით აი ამ შოკოლადსაც ავიღებ (ვიღიმი)
თანხა გადავიხადე, შოკოლადი გავუწოდე და ვეუბნები:
- ეს თქვენ 8 მარტს გილოცავთ! 
შინაგანი პატარა ბედნიერება მაქვს, რომ ამ შუაღამისას, თან 8 მარტს, ნახევრად მძინარე ნიკორას თანამშრომელ გოგოს თუ ქალს, რაღაც პატარა ნაპერწკალით მაინც ვაგრძნობინებ, რომ მიუხედავად რთული სამუშაო დღისა, უკრაინაში ომისა, თუ სხვა უამრავი განუკითხაობისა, პატარა პოზიტივის მიღება და გაცემა სულ შეიძლება მოახერხო თუ მოგინდება…
და პასუხი:
- არ იყო საჭირო (უჟმური სახით). არ ვჭამ მე მაგს…. 

🤔

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი