აბა ომი გინდა?!


დასჯადი მხოლოდ ბოროტება უნდა იყოს!
მარტივი ბოროტება მარტივად, 
რთული, რთულად!
ნებისმიერის შემთხვევაში, მარტივია, თუ რთული ბოროტება, დასჯა ძალადობის გარეშე უნდა ხდებოდეს!
ძალადობა თვითონ ბოროტებაა!
უამრავი დასჯა არსებობს ძალადობის გარეშე!
თუ ბოროტი არ ხარ, სხვა ყველაფერი ადამიანის საკუთარი არჩევანია, ან ვინმეს მიერ არჩეული და ძალით "ჩადებული", რომელსაც შეეგუა და თავისად გახადა... 
თუ ბოროტებას არ აკეთებ, შენი ქცევის, სქესის, სარწმუნოების, კანის ფერის, დიალექტის, სექსუალური ორიენტაციის, შეხედულებების, პოლიტიკური არჩევანის მიუხედავად,  არ უნდა ისჯებოდე!
დიდი ბოროტებაა როცა ქუჩაში რამდენიმე სპეცრაზმელი ერთ ადამიანს გამეტებით ურტყამს... 
პატარა ბოროტებაა, როცა ამდენ გაბრაზებულ ადამიანში, რამდენიმე რომ ვერ ერევა საკუთარ ბრაზს და ქვას ისვრის, ან წიხლს უთავაზებს მასზე ძლიერ და ზორბა პოლიციელს, თან როცა იმ ასაკში ხარ, როცა სისხლი გიდუღს, როცა ბევრი შეცდომა უნდა დაუშვა და ცროვრება ისწავლო... 
დიდი ბოროტებაა ადამინზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინო და თან ფიზიკურად გაუსწორდე, როცა ყველა ბერკეტი შენ გიჭირავს და მას თავის დაცვა არ შეუძლია... 
პატარა ბოროტებაა, როცა გაბრაზებული ადამიანების ჯგუფი პოლიციელებს აგინებს... 
ადამინები კანონებს ვარღვევთ და მერე ჯარიმებს ვიხდით ამის გამო...
ჩეულებრივი ამბავია... 
ბოროტებაა, რომ უყურებ ვიღაც ძლიერი სუსტს როგორ ჩაგრავს, ფიზიკურად სასტიკად უსწორდება, უყურებ, შეგიძლია და არ იცავ... 
როცა შენი მოვალეობა ადამიანების დაცვაა და ამას უბრალოდ არ აკეთებ...
ყველაზე დიდი ბოროტება ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევაა და უკვე არც ამისგან ვართ შორს... 
ომი, მასობრივი ყველაზე დიდი ბოროტებაა, რაზეც ყველა ვთამხმდებით და ომი არავის გვინდა, თუმცა იმის "გაპრავებით" რომ ქვეყანა ომში არაა ჩართული და ანუ მშვიდობაა, ჩვენდა უნებურად საკუთარ, პატარ-პატარა ომებში ჩავერთეთ... 
ომია ოჯახებში, სამეზობლოში, სამსახურში, ქალაქებში, სოფლებში, ეკლესიაში, ქუჩაში, გონებაში.... 
უკვე საკუთარ თავთანაც ომი გვაქვს გამოცხადებული, ვერ გაგვიგია სწორი ქცევა რა უნდა გვქონდეს ამა თუ იმ მოვლენაზე... 
ყველაზე სამწუხარო ისაა, ბევრი ჩვენგანი სიკეთის სახელით ჩავდივართ ბოროტებას... 
დაგვაჯერეს, რომ ღმერთის სახელით შეგვიძლია ვიძალადოთ... 
დაგვაჯერეს, რომ იყო განსხვავებული, დანაშაულია...  
დავიჯერეთ რომ ერთმანეთის ნდობა აღარ შეგვიძლია... 

იმდენ დაჯგუფებად გვყავს დაყოფილი საზოგადოება, რომ ნებისმიერ ადამინში ვხედავთ რაიმე მიუღებელს... 
ვიყოფით, ქრისტიანებად, ლგბტ თემად, ათეისტებად, ვაკელებად, გლდანელებად, თბილისელებად, ბათუმელებად, იმერლებად, ქლაბერებად, მრევლად, მწეველებად, პოლიციელებად, აქციის მონაწილეებად, ტიტუშკებად, ქოც-ნაცებად... 
როგორც წესი თითო ადამიანი 2-3 ჯგუფს ერთად მიეკუთვნება.. 
უკვე 2-3 კონკრეტული მიუღებლობა გვაქვს...
ერთმანეთის მიმართ მიუღებელი საზოგადოება გავხდით... 
მამისთვის შვილი გახდა მიუღებელი, მეზობლისთვის მეზობლი, მეგობარისთვის მეგობარი, ცოლისთვის ქმარი, მძღოლისთვის  მგზავრი და ასე დაუსრულებლად... 

იმდენად დიდი პროპაგანდაა ქვეყანაში და იმდენად კარგდ მუშაობს,  რომ ადამიანები ღიმილს და ჩახუტებას გადავეჩვიეთ.. 
მთავარია ერთ, რაიმე კონკრეტულში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს და იქვე ვპოულობთ მეორეს, მესამეს და უკვე გაბრაზებულები ვართ ერთმანეთზე... 
აღარ ვსაუბრობთ... უფრო ვკამათობთ და ვჩხუბობთ... 
აღარ ვცეკვავთ... უფრო მივსდევთ, ან მოგვსდევენ... 
აღარ ვლოცულობთ... უფრო ვმკრეხელობთ, ან მკრეხელებად შეგვრაცხავენ... 
აღარ გვიყვარს... უფრო გვეზიზღება ან გვაშინებს... 

დაგვავიწყდა, რომ ჩვენ, მამები, შვილები, მორწმუნე თუ ათეისტები, ჰეტერო თუ ტრანსები, ქალები თუ კაცები, დიდები თუ პატარები, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ... 
ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი აზრის ქონის და მისი გამოხატვის უფლება! 
ჩვენ ყველას გვაქვს სიცოცხლოს უფლება... 
ჩვენ ყველას გვაქვს საკუთრების უფლება.. 
არჩევანის გაკეთების უფლება... 
შეცდომების დაშვების უფლება, რაზეც ადეკვატურად ვაგებთ პასუხს, კანონის ან საკუთარი თავის წინაშე... 
ჩვენ ყველას გვაქვს თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს უფლება! 
და თუ ამ ჩამოთვლილთაგან რამეს გართმევენ, ეს ბოროტებაა! 

სინამდვილეში რამდენი სიკეთეა ქართველ ხალხში... 
რა გემრიელი სტუმართ-მასპინძლობა გვაქვს... 
როგორი შემწყნარებელი და  თბილი რელიგია გვაქვს... 
როგორი გამტანობა გვაქვს ქართველებს ერთმანეთის. ( 90 იანების უბნის საერთო მომზადებული კერძები გავიხსენოთ. ყველა ერთად რომ ვჭამდით იმ ყველაფერს რაც არაფრისგან თუმცა ერთად გააკეთა რამდენიმე ოჯახის დედამ თუ ბებიამ.)
მაგრამ ეს ყველა ზემოთჩამოთვლილი თითქოს სადღაც წაკითხული ლამაზი ზღაპარია... 
ეს ყველაფერი ჩვენს ცნობიერებაში გვაქვს დამალული და გარეთ მარტო შური, ბრაზი, მიუღებლობა გამოგვაქვს... 

საშიში დროა... 
უამრავ განსხვავებულ ენაზე ვსაუბრობთ, ერთ ენაზე მოლაპარაკე ერი და ერთმანეთის ნალაპარაკებიდან აზრი დამახინჯებულად გამოგვაქვს... 
ერთმანეთს აღარ ვუსმენთ... 
ინფორმაციას ტელევიზიებიდან და სოციალური ქსელებიდან ვიღებთ და გვგონია რომ ეს საკმარისია... 
თავის მხრივ, ტელევიზიები და უამრავი ცრუ, თუ უბრალოდ პროვოკაციული ინფორმაცია იმდენად გვირევს გონებას, რომ საკუთარი აზრის ქონა შევწყვიტეთ... 

რამდენიმე დღის წინ, "დაზომბებული სქროლვის" დროს ბესიკ ხარანაულის პატარა ფრაზა წავიკითხე:

„სიკეთე ყველაზე ფრთხილად უნდა აკეთოს კაცმა, შვილო, დიდი ჭკუა უნდა სიკეთის მქნელსა, ვის უკეთებ, რატო უკეთებ, შენ რომ გსიამოვნებს, ეგ არა კმარა, გარჩევა უნდა, სიბრძნე და... სიძუნწე.“

აქამდე ამაზე ისე არ მიფიქრია... 
ახლა კი ვუყურებ ადამიანებს და ვხედავ რომ სიკეთის კეთებაც საშიში გახდა... 
ვეღარ ვხვდებით, ადამიანები სიკეთეს გვიკეთებენ თუ ბოროტებას... 
თან იმდენად გავს ეს ორი ერთმანეთს, რამდენადაც განსხვავდება... 
იმდენად ვგავართ ადამიანები ერთმანეთს, რამდენადაც განვსხვავდებით!
იმდენად პატარა მანძილია სიყვარულიდან სიძულვილამდე, რამდენად შორსაც არიან ისინი ერთმანეთისგან!
დღეს კი მასიურად ვდგამთ პატარ-პატარა ნაბიჯებს ადამიანები სიძულვილის მიმართულებით... 
ემპათია, რომელიც ვფიქრობ უმთავრესი გრძნობაა ადამიანში, კრიტიკულ ზღვარზეა ქართველ საზოგადოებაში... 

დავიკარგეთ... 
აუცილებელია ერთმანეთის გაგება ვისწავლოთ! 
სიკეთის და ბოროტების ხარისხის შეფასება ვისწავლოთ!
 აუცილებელია საკუთარი ოჯახის წევრების გაცნობა და მიღება დავიწყოთ!
აუცილებელია ერთმანეთში კარგი თვისებების დანახვა დავიწყოთ!
აუცილებელია საკუთარი თავების გაგება დავიწყოთ!
დროა ერთმანეთის მ ი ღ ე ბ ა დავიწყოთ... 

საშიში დროა... 
ერთმანეთის მიმართ მიუღებლობა ჩაგვიდეს... 
ყოველდღე  გვიტენიან თავებში და ეს ისეთი ჩვეულებრივი გახდა, ახლა ჩვენ თვითონ ვატენით ერთმანეთს, ერთმანეთის მიუღებლობას... 
საშიში დროა... 
ერთ აზრზე მყოფი ადამიანები, ერთმანეთს ეკამათებიან და ერთმანეთის არ ესმით... 
საშიში დროა, 
თუმცა იმედის დროცაა...
" TV იმედის",  რომელიც საღ აზრს ართმევს მოსახლეობის დიდ ნაწილს და "THE იმედის", რომელიც უსაზღვრო რაოდენობით არის იმ ადამიანების 90% ის თვალებში და გულებში, ვინც უკვე დიდი ხანია ქუჩაში, პროტესტს გამოხატავს ძალადობის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, სამართლიანი სასამართლოს არქონის წინააღმდეგ... 

ათიათასობით ქუჩაში გამოსულ მშვიდობიან ადამიანს, (ერთეულებს არ ვგულისხმობ, ერში და ბერში, პოლიციასა თუ კრიმინალურ დაჯგუფებაში, ყველგან არიან კარგი და ცუდი ადამიანები... ეკლესიაში შეფარებული ფარისეველი, ან მოძალადე პოლიციელი ბევრად აფსურდული და საშიშია, ვიდრე გაბრაზებული, აგრესიული აქციის მომაწილე.) 
ბოროტებაა ამდენი ქუჩაში გამოსული ადამიანი არ შეიმჩნიო და მათ მოძალადეები ეძახო, პარალელურად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გაუსწორდე!

სინამდვილეში, ომია როცა ნაძვის ხის დასადგმელად სპეცრაზმი გჭირდება.. 
აფსურდულია, როცა ასეთ ნაძვის ხესთან გასართობად, თუნდაც ბავშვის სიამოვნებისთვის მიდიხარ... 
ახალი წლის  ჯიბრით, ან ძალის გამოყენებით მოყვანა რანაირი ამბავია?! 

სინამდვილეში მშვიდობა ისაა, როცა ამდენი "დაჯგუფება" : ახალგაზრდა თუ მოხუცი, მსახიობი თუ ექიმი, მორწმუნე თუ ათეისტი, მთაწმინდელი თუ "მოსკოვის პროსპექტელი", ბათუმელი თუ თელაველი ერთი მიზნის ქვეშ ერთიანდება და ერთმანეთს რომელიმე ჯგუფის წევრად კი არა, თავისუფალ ადამიანებად მიიჩნევს, თანამებრძოლებად აღიქვამენ...
ერთმანეთს უღიმიან და პატივს ცემენ... 
ერთმანეთს აჭმევენ და აცმევენ... 
ერთმანეთს ათბობენ... 
გაზით დამწვარ თვალებს ბანენ და გულში იხუტებენ... 
მშვიდობა სიყვარულშია... 
მშვიდობა ემპათიაშია... 
მშვიდობა ერთიანობაშია... 

პოლიტიკოსების არ მჯერა, არ ვიცი ეს შეცდომაა თუ უბრლოდ გულწრფელი პოლიტიკოსები არ გაგვაჩნია, ალბათ უფრო მეორე, თუმცა ადამიანების მჯერა... 
მჯერა, რომ ადამიანებს შეცვლა შეგვიძლია... 
ხვალინდელი დღის მჯერა... 
თავისუფლების სიყვარულის მჯერა... 
მჯერა ძალადობის წინააღმდეგ, მშვიდობიანი ბრძოლის ძალის... 
მჯერა უსიტყვო ემოციების... 
ნამდვილი ცრემლების მჯერა... 
მარტივი ღიმილის აუცილებლობის და უსაზღვრო ძალის მჯერა... 
მჯერა, რომ ბრაზზე, სიძულვილზე, ბოროტებაზე მეტად სიყვარული შეგვიძლია... 
ვიცი რომ ასეა... 
მთავარია სურვილი გაგვიჩნდეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი