2019


მიყვარს არაფერზე ფიქრი! 
როგორც ახლა... 
მუსიკა... 
ყავა.. 
ერთი ღერი სიგარეტი... 
ისე იწვის ვერც ვხვდები, რომ აღარ არი... 
ბოლო "ნაპასი", ორი ნაპასის   წინ დავარტყი და ახლა მივხვდი რომ ბოლო ორი, უბრალოდ თითების და ტუჩების ფუჭი მოძრაობა იყო, რასაც სულ პატარა ტკივილი მოყვა ტუჩებზე, იქ სადაც ნამწვავით გახურებული სიგატეტის ფილტრი შეეხო...
 ახლა მივხვხდი, ამ წამს... რომ მუსიკას მივყვები... 
მგონია რომ არაფერზე, საერთოდ არაფერზე ვფიქრობ. ჩემსა და ქვეცნობიერს შორის მხოლოდ მუსიკაა... პერიოდულად ცხელი ყავის ყლუპი და სიგარეტის ბოლი...
უცნაურია... 
საერთოდ არაფერზე ფიქრის დროს რამდენ რამეზე ფიქრი მოვასწარი... 
ჩემი ქვეცნობიერი, ყოველგვარი წესრიგის გარეშე აყრის ფიქრებს ტვინს... 
ერთდროულად რამდენ თემას შეეხო აღქმა მიჭირს...
 აშკარად ვხვდები, არაფერზე ფიქრი არ გამომდის... პირიქით ყველაფერი ერთმანეთში ირევა და აზრების ერთმანეთზე დალაგებას ვერ ვახერხებ... 
თანამშრომელმა გამომაფხიზლა... ასანთს მთხოვს... 
მივაწოდე და სალაპარაკო თემაც წამოიჭრა... 
ტვინმა არსებული აურზაური ჩაკეცა, რეალობას მოერგო და სიტყვებიც თავისისთავად დაიძრა... 
ლაპარაკში ავყევი, მოწევას მორჩა და გავიდა...
რაზე ვლაპარაკობდით???
საკმარისია ჩაუფიქრდე და ჩაკეცილი აურზაური ვირუსის ფანჯარასავით ამოხტა... 
მუსიკა....
ყავა... 
სიგარეტი...
ყველაფერს თავის ადგილს უჩენს... 
უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდი, რომ ყველა ფიქრს ხმა ჩაუწყდა და მარტო black coffee-ს უამრავი განსხვავებული ხმის საოცარად დალაგებული მელოდია მესმის... 
ისევ ვიღაც... 
ისევ ახალი თემა...
ისევ თავისით წამოსული სიტყვები... 

ალბათ ერთი საათი გავიდა რაც წერა შევწყვიტე... წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ რას და რატომ ვწერდი, მაგრამ ფაქტია, რომ გაგრძელება მომინდა...

ჩემს სამუშაო მაგიდას ვუყურებ, ბევრი სხვადასხვა ფერის დასურათებული სტიკერით აჭრელებული... ყავის ჭიქა... მონიტორი, კლავიატურა, მაუსი... ტელეფონი.. საკანცელარიო ნივთების ჩასალაგებელი... ტერმინალის ქაღალდები.. სატესტო ბარათი... სიგარეტის კოლოფი... სანთებელა... სიმ ბარათები და რამდენიმე ტერმინალი... მარჯვენა მხარეს უამრავი კაბელი აქვს მიმაგრებული და რა თქმა უნდა ყურსასმენი, რომელსაც თითქმის ვერ ვხედავ... ( სულ ყურებზეა :)) 
ვცდილობ ეს ყველა ნივთი იდელურ წესრიგში და ჰარმონიაში იყოს ერთმანეთთან, რომ ჩემი ნერვების  ჯერ კიდევ აუხსნელი გაღიზიანება არ გამოიწვიოს... 
აუხსნელითქო ვამბობ იმიტომ, რომ ვერ გავიგე რატომ არ შეიძლება ქაოსს უყურებდე, უწესრიგობას, და უბრალოდ ყურადღება არ მიაქციო... 
არ გამომდის... 
ჩემს გვერდით ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც ამ ყველაფერზე რეაქცია არ აქვს... 
მშურს მათი... 
მიუხედავად იმისა რომ ვერ ამიხსნია ამას როგორ ახერხებენ, მაინც მინდა მეც შემეძლოს უბრალოდ მარტივად ვცხოვრობდე...
რაც უფრო მეტად ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და სხვა რამეზე ვიფიქრო, მით უფრო მიჩნდება სურვილი ყველაფერი თავის ადგილზე იყოს.. ნერვებს მიშლის პატარა ნამცეცები, ლაქები, ჭიქა რომელიც იქ დევს სადაც არ უნდა იყოს, არ უხდება :). მაისური, რომელიც უბრალოდ გდია, შუქი რომელიც არ უნდა ენთოს, ღია კარი, ხმაური...

მიყვარს სისუფთავე...
ჩვეულებრივი კიარა, უფრო მეტი.. გაცილებით მეტი.. 
მარტო ჩემი სისუფთავე არ მყოფნის, მინდა რომ ყველაფერი სუფთა იყოს... სადაც ვზივარ, ვჭამ, ვეწევი, დავდივარ, ვუყურებ, ვსუნქავ...
საშინლად მიყვარს სუფთა თეთრეული, ბავშვივით მძინავს... 
ვხვდები, რომ ეს, მთლად ნორმალური არაა,  მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ...
მინდა ნერვებს არ მიშლიდეს ერთი პატარა ჩრჩილის პეპელა, რომელიც  ჭერზე ზის, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა მოვაშორო მზერა და სხვა რამეზე გადავიტანო, მაინც არ მასვენებს...
ჩემი ქვეცნობიერი ხედავს, იცის, რომ იქ ზის და საერთოდ არ ანაღვლებს ჩემი ნერვების მოშლა... 

არ მიყვარს აგრესია, ყვირილი, ხმამაღალი ლაპარაკიც კი... 

ნერვების მოშლას ჩვეულებრივად გამოვხატავ, ურეაქციოდ.. ( გამონაკლისი შემთხვევების გარდა)...
ზოგჯერ ყვირილი მინდა... ძალიან ხმამაღლა... 
მაგრამ ყველაფერი ხმამაღალი ნერვებს მიშლის... :))
მუსიკის გარდა... 
ახლა მივხვდი რომ ეს მუსიკა დიდად არ მომწონს, თავისით გადავიდა.. 3 წუთი მაინც ვუსმინე და.... 
ისევ რამე ძველი, ან არც ისე, მაგრამ ნაცნობი, სასიამოვნო მელოდია მჭირდება... და აიიი......
მოსაწევად მეძახიან... 
ისევ ჩვეულებრივი ვარ...
ისევ სიტყვები....
ამჯერად ყავა აღარ მინდა...
ჯერ ოთხი საათი არ გამხდარა, 4 ჭიქა უკვე დავლიე...
...
.....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი