ნინო


ბარში მოვხვდი სამ საათზე ღამის, 
მწყურვალივით დავეწაფე ღვინოს, 
ვნებიანად უთამაშებს ხალი 
ღიმილის დროს, ჩემთვის უცნობ ნინოს... 
სულ შემთხვევით გავაპარე თვალი, 
შევეჩეხე არც თუ გულგრილ ღიმილს, 
წამიერად მოვიხიბლე მთვრალი 
არ აჩერებს გოგო ხალის ციმციმს... 
გავაჩაღე ჯერ უსიტყვო ფლირტი 
არც ნინუცა დამრჩენია ვალში, 
მოიმარჯვა სიგარეტის ფილტრი, 
ჩამითრია ვნების კარნავალში... 
გულს მივენდე საცეკვაოდ გაწვდილს, 
ერთდროულად შევიგრძენით ვალსი, 
ჩემი ხელით მის ნაზ თითებს დავწვდი, 
მღელვარება შევამჩნიე ტანში... 
მივიზიდე მისი სავსე მკერდი, 
ვნებიანად მოცეკვავე თეძო, 
ალუბლების საყურეებს ვკბენდი, 
ჩემს გარშემო ვეღარავის ვერ ვგრძნობ... 
კვლავ უსიტყვოდ გამოაღო კარი, 
გზაში მისი გულისცემა ვთვალე, 
უსაშველოდ ვნებიანი ქალით, 
საოცარი დავითენე ღამე... 
ბარში მოვხვდი სამ საათზე ღამის, 
საოცარი იყო იმ დღეს ნინო, 
მის ლოყაზე მოთამაშე ხალი, 
დაგათრობდა უფრო, ვიდრე ღვინო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი