ორმოცდაერთი
რთული დრო უდგას ქართველ ერს ბიძი, ყველაზე რთული, ასე მგონია, შემომხედა და ისეთი მშვიდი თვალები ქონდა, შემიყოლია. ბევრი ტკივილი მინახავს მენდე, შიმშილი, ომი, მდინარე სისხლის თუმცა არასდროს, არასდროს დღემდე ტყვე არ გავმხდარვარ ამგვარი შიშის. რით გადავურჩით ამდენ სისხლის ღვრას? თურქებს თუ რუსებს, მონღოლს თუ სპარსელს? რით და ყოველი განსაცდელის ჟამს, იმედი ჰქონდა ქართველის ქართველს. დღეს კი შიში მაქვს ამ ხალხის ბიძი ბოღმა და შური გამეფდა ჩვენში მღვდელმა უფლისა დაკარგა რიდი, უთანხმოება მძვინვარებს ერში შიში მაქვს ბიძი, შიში ამ ხალხის მტერს უძვრებიან, მოყვარეს მტრობენ ფული გამხდარა ღმერთი და ხატი თანაგრძნობას კი დღითიდღე გმობენ სიყვარულს ვეძებ თვალებში ხალხის მაგრამ თვალებში ვინღა გიყურებს?! მამისთვის შვილი გამხდარა მტერი, მეგობრის ჩაგვრას ვინ დაგიწუნებს? ახალგაზრდები ციხეში ზიან მოხუცებს შიათ, გამიგონია რთული დრო უდგას ქართველ ერს ძია ყველაზე რთული ასე მგონია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი