სამუდამოდ და კიდევ ერთი დღე
ჩაძინებულს დაგიკოცნი ტუჩებს შუა ღამით, მეყვარები სამუდამოდ! და კიდევ ერთი წამით... ყოველ დილით გაგაღვიძებ შავი ყავის სუნით, მეყვარები სამუდამოდ! და კიდევ ერთი წუთით... შენს სარკმელთან ჩამოვჯდებით მე და სავსე მთვარე, მეყვარები სამუდამოდ! და კიდევ ერთი ღამე... დილით ცაზე გავაჭენებ მოუსვენარ მზეს, მეყვარები სამუდამოდ! და კიდევ ერთი დღე... გამოვიწვევ კორიდაზე გააფთრებულ ხარს, მეყვარები სამუდამოდ! და კიდევ ცოტა ხანს... არ ვიდარდებ ორთაბრძოლის საბოლოო შედეგს, მეყვარები სამუდამოდ! და სიკვდილის შემდეგ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი