მერწყული
საოცარი ქალია ღიმილშეუჩვეველი, როცა ფიქრობს უხდება სევდა შეუმჩნეველი. თუმცა, თუ გაიღიმა, მისი თვალის ნაპრალებს ემატება ხალისი, უტოლდება ვარსკვლავებს. რა ლამაზი ქალია სადად ტანშემოსილი, საუბრისას გულღია, თანაც კდემამოსილი. მაგრამ ვნებამორეულს თუ კი დაგითავხელა, არცერთ კახპას ექნება ფანტაზია ამხელა. ქარაფშუტა ქალია! როცა ასე იფიქრებ, ისეთ რჩევას გიამბობს უცებ გადაიფიქრებ. თუმცა ვერც კი მოასწრებ აზრის გადაფიქრებას ქერა გოგოდ შენს თვალწინ ისე გადაიქცევა. საოცარი ქალია ღიმილგადაჩვეული, მოფერება სჭირდება მაგრამ, გამორჩეული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი