***
წვიმის წვეთები შენს ფანჯარაზე ხაზავენ სტრიქონს, მსუქან ძილს გაწვდის, გაბრუებულს, ბებერი ღამე, მთვარე სონატას შეგისრულებს მოცარტის ნაქონს, და აგიცეკვებს ჩაძინებულ ორივე ბაგეს... გზააბნეული თოვლის ფიფქი გაკოცებს მკერდზე, ფანჯრის ღრიჭოდან რომ შემოძვრა როგორც ბაცაცა, შენს ფანტაზიორ სიზმარს უნდა კიდევ რომ გკბენდეს, მაგრამ სულელმა, ცივმა ქარმა არ დააცადა, შუაღამისას გაახილე მძინარე თვალი, ღია სარკმელი მიუხურე მფრინავ ავაზაკს, გაყინულ მხარზე დეკემბერმა დაგადო თავი, პატივისცემით თოვლის ბარდნა შემოგთავაზა... 12.12.12.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი