საქართველო
დაღამებულხარ ჩემო ფანტაზიავ, დადუმებულხარ ენავ, გახუნებულხარ ჩემო ემოციავ, დაჩლუნგებულხარ სმენავ, დაუჩოქებიხარ ჩემო საქართველო ხალხის უხეირო ქცევას, ბებერ ნარიყალას გული გაუჩერდა, ბზარი შეეპარა გელათს... ისე აღარ მტკივა ჩემი აფხაზეთი, ბევრი სხვა ტკივილი მაფრთხობს, ასეთ მიტოვებულს როცა შემოგხედავ, ვეღარც დინჯი მცხეთა მართობს... სტუმართმოყვარული იმერეთი, სტუმრად ისე ვეღარ მათრობს, შენი ხსენებისას გული თუ კი ძგერდა, ახლა გულზე მხოლოდ მათოვს... მაგრამ არ ვნებდები ჩემთვის "ერთო" შენთვის ავამღერებ ენას, გაასკეცებული ემოციით ისევ გავაღვიძებ სმენას, ისევ ავტირდები შენი ცქერით, ლექსით მოგიხატავ ქუჩებს, სულ რომ შემაჩვენონ, აღარ გავაჩუმებ შენი ხოტბის შესხმით ტუჩებს... 06.12.12
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი