შობა
იანვრის შვიდში გაწვიმდა ზეცა მხიარულ ზამთარს მოსტაცა ლოლო, გაყინულ ჭერამს ცოტათი შერცხვა თოვლის პიჟამოც რომ გასძვრა ბოლოს... გათქვეფილ ტალახს იფერებს ეზო შოკოლადივით შეიზელს შუბლზე, ატამი ჩუმად ამოყოფს ფესოს რომ ცოტა შეთბეს მთვარის ნელ შუქზე... დარდიმანდ მარანს ვეწვიე სტუმრად ბებერი ქვევრი მთავაზობს ციცქას, სიამოვნებით დავთანხმდი მოხუცს ბოლომდე დავცლი შევსებულ ჭიქას... მთვარემ გაწურა ბოლო ღრუბელიც, ზეცას ვარსკვლავი დასთამაშობდა, პატარა სოფლის მიდამოებში ლამაზი იყო იმ ღამით შობა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი