***
მზე ეფერება გაყინულ ქალაქს, ზამთრის ნელთბილი სხივებით ათბობს, წვიმის გრილ ჩაის ასმევს უზმოზე და თან ჯამბაზი ღრუბლებით ართობს... მერე კი თეთრი გამოყო თავი, გათოვდა გრილი, წუწუნა წვიმა, მსუბუქმა ქარმაც თეთრი ფიფქები ქალაქს თანაბრად გაუნაწილა... ღამემ მოუსწრო აქტიურ ქალაქს, ჩაუქრო ზმე და აძინებს ქუჩებს, მთვარით შეათბო ღრუბლის საბანი უსურვებს ტკბილ ძილს, უკოცნის ტუჩებს... 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი