თამო
რამდენიმე ჭიქა ღვინო და ნერვების მოშლა ჩემ სხეულში თავის ადგილს ეძებს, სიმთვრალემაც თუ მომისწრო მორჩა ავიწყვიტავ კარგად დაბმულ ნერვებს... არ მადარდებს რა იყო და მოხდა ჩემ საყვარელ ადამიანს ვეძებ არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას, ვეღარ ვხვდები რომ არ უნდა ვწერდე. ყველაფერი შეიცვლება დღეიდან, თუ ვერ შევძლებ შევეცდები მაინც, გავიხსენებ რომ დალევას ვერ ვიტან და თავიდან შევიყვარებ ჩაის. გავიხსენებ რა ლამაზი გვინდოდა, ყოფილიყო მე და შენი სახლი, გამიღიმებ ყველა ოთახს მოირბენ, გონებაში სულ არა ხარ მკაცრი... მოგეხვევი, დაგიკოცნი სხეულს და საქორწილო სარეცელსაც გავშლი. გავიხსენებ რა ლამაზი გვინდოდა ყოფილიყო მე და შენი ბავშვი... წარმოვიდგენ როგორ ვასეირნებდით თავისუფალ დროს პატარა ლილეს, გავიხსენე რა ძლიერად მიყვარდით გიკოცნიდით პაწაწუნა თითებს... კიდევ ერთხელ მოგეხვევი ფიქრებში, შენს გარეშე თურმე როგორ მიჭირს... ის შეგრძნება დამავიწყდა თამო შენი ჩახუტებისას რომ იცის... 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი