მიმიფურთხებია


ვაღიარებ ყველანაირ საზიზღრობას
შევიძულებ დღემდე ყველა მგოსანს,
შევიყვარებ არ არსებულ რეალობას 
ჩემს გულში რომ გამუდმებით ბორგავს...
არ მოვთოკავ სიმაყით, მონატრებას
მივაფურთხებ გახუნებულ რჩევას,
გადავუხვევ დღემდე ნაჩვევ ღმერთის ნებას,
არ შევიცვლი საზიანო ჩვევას...
შევიძულებ გაყალბებულ გაღიმებას
სხვისი თვალის ასახვევად გახსნილს,
შევეჩვევი უცხო ქალის შეგინებას
ფულისთვის რომ გზაში ფეხებს გაშლის...
შევისუნთქავ უკანასკნელ გაფიქრებას
თუ ოდესმე დაღლილ გრძნობას აშლის,
არ ვინანებ სიმართლისთვის დაგინებას,
გავაჭენებ ულაყს ფაფარაშლილს...
გადავთვრები უმიზეზოდ, დაბინდებას
და ჩავიკლავ ყანწში გულის წადილს,
მივაკურთხებ ყველანაირ განდიდებას,
აღარ შევჭამ გამზადებულ სადილს...
შევიყვარებ შუაღამის უძილობას
დავამშვიდებ გაბრაზებულ ნადირს,
უსამართლო რეალობით გაგიჟებას
გავუმართავ საამაყო ნადიმს...


2012

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი