გრძნობების გარეშე


ღიმილი, სიცელქე, თან ვნება ხმაში 
ტუჩები ტუჩებზე, ხელები თმაში 
ენა და კბილები, ტკივილი, სითბო
შიშველი სხეული ასპარეზს მითმობს.
ხელები თმებიდან მიცურავს ზურგზე 
ლავიწის ქვემოდან შავ ლაქას ვუმზერ 
ტუჩები ლავიწზე, ლაქაზე, მკერდზე 
მეორე ტუჩები, ყურებზე მკბენდნენ.
ოფლი და ცრემლები, მარილის გემო 
ფერება არ გყოფნის, გინდა რომ გცემო.
გულიდან ხმაური, სულიდან კვნესა, 
ხელებმა დასრისეს, ხან ის, ხან ესა.
ცეცხლი და სიშმაგე, ვნებათა ღელვა 
შეკრთომა, სიმშვიდე, სხეულში ელვა
დაღლილი სხეული, სითხისგან დაცლა
ყველაფრის შეგრძნება, არაფრის განცდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი