* * *


შემომაშველე ხელი უბრალოდ
რომ ძალა ვიგრძნო შენი,
არ დამიშალო ფიქრი უფალო
თუნდაც არაფრის მთქმელი..
გამიხმელეთე ზღვა უნაპირო
რომ ქვიშა ვიცნო ცხელი,
ასე უბრალოდ არ დამიპირო
სულ ცარიელი ფსკერი..
გამოანათე მზე მოღრუბლული
რომ მის სხივს ხელი ვახლო,
არ გააჩუმო მღერა ბულბულის
ჩემს აივანთან ახლოს..
გადამიშალე წიგნი ცხოვრების
რომ მისი კითხვა შევძლო,
არ შემიშნდე კვლავ დამონებით
სულო, ეშმაკის კერძო..

თვისი ძალა მაჩვენა ცოდვილს,
უკიდეგანო ზღვას გამაშველა,
მზის სხივმა თბილი  შემახო ხელი,
ჩიტმა ტკბილი ხმა შემომაშველა..
ახლა ვიხსენებ წიგნის თავფურცელს
თურმე რამდენი უნდა მეკითხა,
რომ ამ ცხოვრების ათასგვარ ფურცლებს
არ გაეჩინა ამდენი კითხვა...

2012

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი