ის მუსიკა იყო…


12 საათიანი, შეშლილი რიტმით გადაღლილი, მშვიდად მოედინებოდა ყურსასმენიდან გონებაში და სხეულს, დილის მზის სხივებით გამოწვეული სინათლით ითბობდა…
ცხოვრება უყვარს…
ალბათ, უფრო შეშლილი და ენერგიული… 
თავის ჭკუაზე რომ აცეკვებს ხოლმე სხეულის ყველა კუნთს…
ყველაზე ბედნიერია ამ დროს…
ისაა მბრძანებელი…
გრძნობს, რომ ყოვლისშემძლეა და იმას გააკეთებს რაც მოესურვება…
მთელი ღამით იბატონებს გონებაზე, სხეულის ენერგიას თითქმის ბოლომდე ამოწურავს, ცეკვაში სულს ამოხდის, რომ ბოლომდე იგრძნოს ძალაუფლება…
რომ ბოლომდე იგრძნოს როგორ უყვარს ცხოვრება…
მაგრამ დილით დაღლილობა წამოეწევა და მშვიდდება…
მაინც ვერ მოისვენებს…
ძილი არ უყვარს…
ჯერ მშვიდად მოივლის გონებას…
მასზე მთელი ღამის ბატონობის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოცდის საკუთარ უსაზღვრო შესაძლებლობებს… 
მთელს სხეულს მოედება და მშვიდი ჰიპნოზით დაჰყოფს აქ კიდევ რამდენიმე საათს…
თუ გაუმართლებს, ცოტა სასმელსაც წაეთამაშება და მერე იქნებ, ისევ თავიდან აიწყვიტოს თითქმის უკვე ჩაძინებულ ტვინში?! 
აი მაშინ კი იზეიმებდა…
ხელახალი რიტმით გამოცოცხლებულ სხეულს ბოლო ენერგიასაც გამოაცლიდა და მერეე…
აი მერე კი თუ გინდა უსიტყვოდ ჩაექროთ…
სიამოვნებით  წაუძინებდა გამორთულ სხეულთან ერთად სრულ სიჩუმეში…
და მოუთმენლად დაელოდებოდა როდის იფეთქებდა ახალი ენერგიით  და გაარღვევდა გონებას…
ის ძირითადად ყურსასმენიდან იღვრება გონებაში და ატყვევებს მას, მაგრამ ყველაზე მეტად, დიდი დინამიკებიდან, ძლიერ ნაკადად გამოსროლილი გრძნობს თავს ყოვლისშემძლედ... 
ბასებით კუნთებდაბერილი მთელი სისწრაფით ეჯახება სხეულს… 
ერთდროულად იპყრობს მთელ ორგანიზმს და გონებას თიშავს…
მხოლოდ თვითონ რჩება, ხორცშესხმული… 
ყველა კუთს გრძნობს…
ცოცხალია…
ეს მისი ხელები და ფეხებია..
თვალებიც მისია და გონებაც…
ყველაფერს ხედავს და გრძნობს…
და მუსიკა ჭკუიდან იშლება… 
აშკარად ეტყობა რომ სხეულს ვერ აკონტროლებს.. 
გაგიჟებული მუსიკა ენერგიულად და ქაოსურად იქნევს ხელებს და ფეხებს..
ცეკვავს გაუჩერებლად და საერთოდ არ ადარდებს ეს როგორ გამოიყურება…
დროდადრო მშვიდდება…
ისვენებს და მდორედ მოედინება გონებიდან სხეულში.. 
ამ დროს გონება იღვიძებს… 
მუსიკა არ უნდა დაიბნეს…
რამე ახალია საჭირო…
გონება ისევ უნდა დაიპყროს, ჯერ სხეულის ნახევარი არ დაუხარჯავს.. .
ახალი ენერგიუთ შეტევა უყვარს.. 
იმედს არასდროს კარგავს..
ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია..
და აი ისიც, მიაგნო…
ამჯერად სხეულით იწყებს გონების დაპატრონებას…
დაუფიქრებლად ამოძრავებულ თავს, ხელი და ფეხი მოჰყვება, რიტმს აყოლილი მუსიკა გონებაში იდგამს ფესვს.. 
ჯერ კიდევ ახლად გამოფხიზლებულ გონებას წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია…
და რომც შეეძლოს, საერთოდ არ უნდა ამის გაკეთება…
მისთვის მუსიკა კარგი განტვირთვაა… 
შესანიშნავი დასვენების საშუალებაა…
თან უყვარს მუსიკა…
ენდობა მას…
ენდობა ყველგან და ყველაფერში…
ფიქრობს რომ მუსიკა კეთილია…
უფრო სწორად, დარწმუნებულია გონება იმაში, რომ მუსიკა კეთილია…
ყოველ შემთხვევაში, მასში ყოველთვის სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს… 
ისეთიც კი რომელსაც თავის ნებით არ მოუსმენდა…
შემთხვევითი მუსიკაც კი, რა ჟანრისაც არ უნდა იყოს ის…
ძირითადად მისივე შერჩეულ მუსიკას უშვებს სხეულში და მთლიანად აბარებს თავის თავს, თუმცა ყველაზე მეტად, მაინც შემთხვევით შემოჭრილი მუსიკა უყვარს…
რომელიც, შემთხვევითობის რაღაც პრინციპით, რაღაც არაამქვეყნიური დამთხვევით,  ისე მოედება ხოლმე მას, რომ შეგრძნებაა აქვს, თითქოს  ეს მუსიკა,  ამ წუთას, მხოლოდ მისთვის უკრავს…
მხოლოდ მისთვის შეიქმნა…
და საერთოდ არ ადარდებს  ჯერა თუ არა ვინმეს მისი…
ეს იცის…
აი ამ დროს, გონება მთლიანად თანხვედრაშია მუსიკასთან… 
ისინი ერთი მთლიანობაა…
ხშირ შემთხვევაში სხეული არსებობას კარგავს, როცა ეს ხდება… 
გონება და მუსიკა იმდენად ნეტარებაში და თავდაკარგულები მისდევენ ერთმანეთის დინებას, რომ სხეული ვიღას ახსოვს… 
სხეული უბრალოდ ზის, ან წამოკოტრიალებულია, ან უაზროდ დააბიჯებს სახლში თუ ქუჩაში…
ან თავზე ყურსასმენწამოცმული, ანდა გახურებული დინამიკის წინ გაოგნებული…
ეს დრო მთლიანად მუსიკას და გონებას ეკუთვნის…
ამ დროს სხეული მიტოვებული, თუმცა ბედნიერია…
ის იმდენად თავისუფალია რამდენის წარმოდგენაც შეუძლია…
მას ვერავინ აკობნტროლებს…
თუ უნდა მიეგდება..
თუ უნდა გაქვავდება..
თუ მოუნდება იცეკვებს და 
თუ მოუნდება უბრალოდ წავა…
არსად არ გაჩერდება..
მაგრამ მუდმივ კონტროლს
მიჩვეული სხეული, ბოლომდე გათავისუფლებას დიდი ხნით ვერ ახერხებს…
სრული თავისუფლება მაშინ სრულდება, როცა გონება ჩაირთვება.. 
წამიერი წყვეტაა საჭირო, გონებისა და მუსიკის სრული თანხვედრის,  რომ სხეული რომელიმე დამპყრობლის ხელში აღმოჩნდება…
სიმართლე რომ თქვას, არცერთი დამყრობელი ისე არ ეპყრობა, რომ ამ სახელით მოიხსენიოს…
მუსიკა განსაკუთრებით უყვარს…
თუმცა აცნობიერებს, რომ მისი შეგრძნების საშუალებას მაინც გონება აძლევს და გონების მიმართაც არ გამოხატავს უკმაყოფილებას…
ნუ, მართალია არის რაღაცეები რაზეც ბრაზდება, ზოგჯერ ტკივა კიდეც, მაგრამ ამ ყველაფერზე თანახმაა… 
მართალია უძილობა არ უყვარს და რბილ საწოლში კოტრიალი ურჩევნია, მაგრამ ძირითადად, გონება ძილის საშუალებას არ აძლევს, იმიტომ რომ მის საყავრელ მუსიკას მოუსმინოს… 
ამ დროს ცეკვა უნდა და ისიც ცეკვავს, იცის რომ დაიღლება და ხვალ თითოეული კუნთის ტკივილი შეაწუხებს, მაგრამ მზადაა ამ ყველაფრისთვის…
სიხარულით თანხმდება უძილობას..
მთავარია თავი ცოცხლად და ენერგიულად იგრძნოს…
ტკივილსაც აიტანს.. .
უძილობასაც…
და მარილიანი ოფლით მრავალჯერ შემშრალ, ტანზე მიწებებულ ტანსაცმელსაც... 
რადგან იცის, რომ როგორი დამღლელიც არ უნდა იყოს ღამე, თუ დღეღამე, საბოლოოდ შხაპი და სუფთა ლოგინზე გდება ელოდება…
ადრე თუ გვიან უძრაობით დასვენების საშუალებასაც მისცემს თავს… 
ბოლომდე გადაღლილი, მასსავე დაქანცული გონების კარნახით მიაღწვს საწოლამდე და გაითიშება… 
მუსიკა კი უბრალოდ დატოვებს მათ…
ის არასდროს წყვეტს სიფხიზლეს… 
ცხოვრებას აგრძელებს და ჰაერში დაქრის სანამ ვინმეს გონებას არ ჩააფრინდება და ახალ თავგადასავალში არ გადაეშვება…
ის მუსიკაა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი