ეს ქალაქი


ეს ქვეყანა მარტოა და ვისია
ჩემიც იყო მაგრამ ვეღარ მიცნია
ამ ქალაქს აკისრია ვალები
ცუდად არის ვერ უშველის წამლები.

ამ ქალაქში კარგი აღარ არსებობს
ტკბილი სიტყვით აღარავინ სარგებლობს.
შემოხედვას აღარავინ მოგითმენს
აქ ხომ ყველა ეპრანჭება ყოფილებს.

ახლა ყველას გამომწვევად აცვია
აზრი არა აქვს ქალია თუ კაცია
ამ ქვეყანას ეკარგება პატრონი
აღარ გვაქვს ძალა თუნდაც მატორი.

 ზღვაც კი ლაპარაკობს ზრუგს უკან
ამ ქალაქში სხვები უფრო მოსულან
ამ ქალაქში აღარ ყივის მამლები
მიგაგდებენ თუ არაგაქვს კარტები.

ამ ქალაქში ღარიბებიც არიან
იმიტომ რომ ბევრ ცოდვებსაც ჩადიან
აქ ხომ ტყუილით შოულობენ ფულებსაც
და მერე ყიდულობენ გულებსაც.



აქ სიკეთე აღარ არის ნამდვილი
ბევრი დარჩა გაუზრდელი გაზრდილი
თუ გადარჩი ეს უკვე კარგია
თუ ვერ მოკვდი ესეც შენი ბრალია.

აქ საქმე აღარ არის მოდაში
აქ რეკორდებს ამყარებენ წოლაში
სიმამაცის ძაან ცოტა შანსია 
თავისუფლება ზევით მაღლა ცაშია.





ეს ქალაქი შეიცვალა მთლიანად
სადღეგრძელოებს ამბობს ერთ ფიალად 
არ მოვსულვარ მაგრამ უკვე მივდივარ
ეყოფა საკმარისად დიდი ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი