სევდის სოლისტი


აღარ მძინავს რახანია,
სასოწარკვეთილია ღამე.
არმინახავს ისეთი რამ,
ჩემს ნატვრას რომ ჰგავდეს.

არ მიცვნია ჩემად, ჩემო კარგო, უცხო რამე,
არმიცვნია შენი თავი ჩემად,
ანდაც უცხო მხარედ.

და ამ ღამეს გადავწყდიბ
დავიწყებულ უცნობ მთვარეს.
სისხამ დილას,
მთვარე მისხამს,
არაყს მისხავს.

თითქოს მხიბლავს,
უმალ მთიშავს,
მთიშავს, მთიბავს.
გვიან მივხვდი,
დუმილს მისსას
მისთვის მითქვამს:

მოვალ სიზმრად.
თუ რას ნიშნავს —
მასში წმინდა
მოგების ნიშნად
გჩუქნი ტიტას.

უკვე მთვრალი, მთვრალი მართლაც,
შენ კი მკიცხავ:
ალკოჰოლის სუნით ვყარვარ,
რომ ვაფუჭებ რომანტიკას.

ყოველთვის რომ რჩეულ დროს,
რომ უჩვეულოდ ურჩი ვხვდები,
რომ ვაფუჭებ იმას, რასაც,
რასაც უმალ შევეხები.

და ეს მავნე ჩვევა რომ მდევს,
არ გამომდის მერამდენედ.
სევდა ჩემზე თავს რომ დადებს,
სევდაც ვეღარ გვაახლოვებს.

ერთნაირი დარდის დროსაც
თანაგრძნობა არ გვაქს წამით.
ამერია ლექსი, უკვე
გადაიქცა ესეც პროზად.

მაგრამ მე ხომ ისევ დავრჩი
მთვრალ პოეტ რომანტიკოსად.

მოვა ჩემთან ასი ქალი
მოსარჩენად, მისაჩვევად,
ქარის დროს კი ყველა წავა —
ყველა წავა, გარდა ქარის.

გავჯიუტდი, გიჩემებდა:
დარჩეს ისე, როგორც არის.
ნატვრის ხესთან მე რამინდა?
ნატვრა არის ჩემი ფიქრი.

ნატვრა თუ არ ამიხდება,
დამკარგვია ფუჭად ძილი.
დამიკარგავს ჩემი წყობა,
ჩემი ჩუმი ჩანაფიქრი.

უცებ რაღაც მეზმანება,
ვინიცობას შორიახლოს.
მიმზერს, მიცქერს, მემართლება,
არმეცნობა, საბუთდება.

ქვემოთ — მე და ცა ღრუბლებად,
უცხო არის, უსახელო
შეგრძნებები მემატება.

გული მღერის, მე სოლისტი.
ვაი ვაგლახ, გვემღერება.
ასეთია ნეტავ ჩემი
სასურველი ნეტარება?!
#პოეზია#ლექსი#პოეტის-სენი#სევდის-სოლისტი#მაიმუნობა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი