რა ჭირი გვჭირს ჩვენ?


რა ჭირი გვჭირს ჩვენ?! 
საკითხავია:

"კახელების აღმა ხნული
ქართლელებმა დაბლა ფაცხესო." ჯერ კიდევ როდის თქმულა. მას შემდეგ 
სამი საუკუნე გავიდა უკვე, სამი და ბორბალი მაინც წაღმით ბრუნავს, მაინც აღმით ხნულს დაბლით ვფაცხავთ! 

რა გვჭირს ჩვენ?! 

ჯაყო შემოგვსევია და ნინიკას ვებრძვით!
ფარსმან სპარსი კარს მოგვდგომია და მელქისედეკს კარისთავიდან ვაგდებთ!
საფარ-ბეგი საფლავს გვითხრის და ბათუ მტრად შეგვირაცხია!
ილია გულ-მკერდს გვიშვერს და ჩვენ ისევ ტყვიას ვეძებთ ინსტიქტურად და  ვისვრით!

და მაინც რა არის ყველა მძიმე?! 

- ჩემს ქვეყანაში მტრის ღალატისთვის მიჭერენ. ჩემს ქვეყანაში თავისუფლებისთვისაც არა, მხოლოდ მისი სურვილისთვის მიჭერენ! ჩემს ქვეყანაში ალი-ფაშას მხილებისთვის მიჭერენ! ჩემს ქვეყანაში ორ ცუდს შორის კარგის გარჩევისთვის მიჭერენ! რა ვქნათ რომ ასეა ეს ოხერ-ტიალი, რა ვქნათ რომ დიდია "ჩრდილოს წყვდიადი"?! რა ვქნათ? რა? მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო? 
-ჩვენ. 

Შენ არ დაუჭერიხარო მეტყვით ახლა ვიცი ბევრი,ხოდა ასე გეტყვით ჩემო ბატონო:
ჩემი თაობის ხალხი ხომ დაიჭირეს? ქართველი ბიჭები, ქართველი ხალხი ხომ დაიჭირეს? ხოდა ჩემი ძმა რომ დატყვევებული იყო, მაშინ თავისუფალი არც მე ვყოფილვარ!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი