მეხრე


რაც არ უნდა გადახვიდე თავზე, 
რაც არ უნდა ჩაუკვირდე ჭორებს, 
ვერ გაარჩევ სიცრუეში მართალს, 
ღრიალით ვერ გამოდენი ჯორებს. 

თუნდაც ერთხელ დაგეძახა, გეხმე, 
ანდა ერთხელ ჩაგეხუჭა თვალი, 
გავხდებოდი შენი სულის მეხრე, 
მექნებოდა სიკვდილამდე ვალი. 

ჩამოდგება ისევ რიგი მწუხრის, 
მიმოფანტავს ყოველივე ლამაზს, 
აბა ეს ცა, ჩემს თავზე რომ ქუხის,
შენ გგონია, მივენდობი ამას? 

Მაგრამ რწმენა არ მომშლია დღესაც, 
გავეგები შენს წინაშე ფერხთით, 
გაპატიებ, გელოდები წელსაც, 
ყველა ნატვრას მოსდევს სიტყვა - ღმერთით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი