მაინც დავნებდი
ყველას თავისი მიაქვს ცხოვრება ყველა თავისას მიათრევს დარდებს, Მე კიდევ ერთი მაწუხებს ფიქრი, სად დაგიტოვებ ამაღამ ვარდებს. ზოგი შვილს ტირის, ზოგიც მეუღლეს, გადაამწარა ცხოვრებამ დარდით, Მე სულელი კი ერთს ვფიქრობ ახლაც, გავბედო... იქნებ... შემოგხვდე ვარდით. მაინც დავნებდი მე შენს სიყვარულს, და სულში ახლაც მძიმე ქარია, ადგილს ინაცვლებს ტკივილი გულში, ვხვდები, ეს უკვე აღსასრულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი