ქართველო
დამადლებული მე არ მჭირდება, შენ შენი გულით მინდა გინდოდე, გამომიხტება ჭკუის მსწავლელი, ბევრი ჭკვიანი, ბევრიც ბაღლინჯო, 300 წელიწადს მისთვის ვიბრძოლე, მისთვის ვიომე, საქართველოში ქართველობა ქართველს ვეღრიჯო? შავი ჭოროხი სამ საუკუნეს წითლად დიოდეს , მისი შვილი კი უქართველო ისევ მე ვიყო?! მე ვიყო რჯულის წამბილწავი , და მგმობი ქრისტეს რომელმაც თურმე უარყო და ჯვარს აცვა ისევ, 300 წელიწადს ვერ ვეღირსე სამშობლოს მზისფერს, ახლა ძმობილო თათარიო თითს მიშვერ ისევ?! უდედისრძეოდ სხვა რომელმა გაგიძლოს ნეტავ, მიტოვებული სხვა ვინ გყავდა დღეს ასე ამაყს? დღეს რომ ენთები როს მძვინვარე აჭარას ხედავ, კიდევ მაძახებ სისხლის ფასად დაკარგულ ამაგს? და ჩემზე : -ჰოი, თათაროო... წაძახილს ბედავ, შენ ქართველობას დაარქმევდი , ძმობილო ამას? არამც და არამც , რაც უნდა იყოს, ვინც გინდა იყოს, ქართველობაში შემეცილოს ზურაბის სისხლ-ხორცს, მე კვლავ დუმილით ვუპასუხებ და წყენით თითქოს , -საქართველოში ქართველობას ვიყიდი ვითომ? არა ძმობილო ვერ იყიდი, რაც სისხლში დაგზდევს, შიგნით ჩემს შეჭმას ირგვლივ მტრები გაწყვიტო გიჯობს, ჩვენ ქართველობა უსასრულო მდინარედ გაგვსდევს და ღალატი ხომ მოყვარისას, ისედაც მტრის ჯობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი