შენც მიმატოვებ
შენც მიმატოვებ, საბოლოოდ წახვალ დამტოვებ, აქედან ვიცი შენს დაკარგვას მე ვერ ავიტან, ბებერ ძაღლსავით ნაღალატევი,მე ვერ დაგტოვებ, შეშლილ ხმაურში, მე შენს ქვითინს გავძლებ? გავიტან? წვეთ სისხლად მიღირს ყოველი ცრემლი, თვალთგან გდენია, არცერთი ცუდი,დაცინვა,კიცხვა მე არ მწყენია. შენც მიმატოვებ, ნაღალატევს უკვე მრავალჯერ, ქუჩაში შემხვდარს შეგაცბუნებს ჩემი ღიმილი, ნაღალატევი, გაგიღიმებ რაც კი დამტანჯე, ამიტანია ბევრი შენი ლანძღვა-ქილიკი. მაგრამ, და მაინც მუდამ ჩემი კარგი გწყენია, მოტყუებულის გული კვლავაც, რა ვქნა ... შენია. მაგრამ რადგანაც შენი გული ასე ხარბია, ქუჩაში შემცბარს შეგაცბუნებს ჩემი სიცივე, ეყო რაც ტანჯე,ხოდა გულმაც შენგან გასწია, დანაშაული აღიარა გულმა მისივე. ახლა მოწყენილს, ბედნიერი კოცნა სწადია, კოცნა რომელმაც ეს სიცივე გულში გახია. მაგრამ უარი, აწი კარგო ვისღა ვუნდივარ, მარტოსულობამ ყველაფერი გადააფასა, ვისაც ვუყვარდი, თვალბინდულმა ვერ დავაფასე, და ვინც მიყვარდა, ვერ შემნიშნა, ვერ დამაფასა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი