ჩვენ მარად...


ჩვენ მარად გვქონდა ეს ტკივილი ორივეს მწარე,
მარტოსულობას რომ ვერ ვკლავდით წამითაც ორნი,
მე ეგ წამები მარტოობის ცრემლებში ვღვარე,
შენ კი, შენ გქონდა არჩევანი ყოველთვის ორში.

და ,,ისიც" მუდამ თან დაგვსდევდა, ლანდივით შავი,
ქალურ ვნებებზე აყოლილი ის უფრო ჩანდა,
მას კლავდა შენი დაუფლების სურვილი ავი,
მე კი მინდოდა შენი ცქერა სამოთხის კართან.

და იმ კარის წინ მე ვიყავი ყოველთვის ბოლო,
შენს სიყვარულზე ჩადენილი ცოდვების გამო,
ის კარი ერთობ დაიკეტა ჩემთვის და...ხოლო
შენ ყოველ სიტყვას, ჩემზე ნათქვამს დღეს ისევ ნანობ.

დღეს ისევ მომსდევს ის ტკივილი,ღია ჭრილობის,
რომელიც მუდამ მეხსნებოდა შენი წყალობით,
არცერთი ცრემლის,არც ტკივილის,არც ყვავილობის,
არ დამცდენია სამდურავი, თუკი დარდობდი.

ერთხელაც ორში გააკეთე შენ არჩევანი:
,,მე ის მინდაო,ვინც ყოველთვის და მარად მსურდა,
წამით მეგონა ჩემზე ამბობდი...მე მგულისხმობდი,
შემოვბრუნდი და დავინახე,
ის მედგა უკან.

09.03.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი