ობოლი ჭერის მწუხრი


შენთვის სულ მთლად გაუცხოვდა სახლი,
ყველაფერი დაემსგავსა ზღაპარს, 
ჭირის დროს ხომ შენ სულ გვერდით ახლდი, 
არც იფიქრო მოელოდეს ახალს. 

კედელსაც კი სუნი ასდის Შენი, 
მაგრამ სუნი არ ჰქონია თითქოს, 
ყველაფერი ოცნებაა ჩემი, 
და ბავშვობა დაბრუნებას ითხოვს. 

ცრემლით ითხოვს ის წარსულის შეცვლას, 
არც ბავშვობა არ მქონია თითქოს, 
Მე სახელის ვპატიობდი შეხლას, 
დღეს პასუხის გამოთხოვა მიჯობს. 

გაუცხოვდა ჭერი ჩემი სახლის, 
რამდენი რამ გადამხდია თავზე, 
გასუსული ვუსმენ Მე შენს ძახილს, 
ხმა არ მესმის, შემდგარს კარის თავზე. 

და ვიაზრებ ის წარსულში დარჩა, 
ჩემს ოჯახში ჩამოინგრა ჭერი, 
დაისჯება - ვინც ღირსია დასჯის, 
გაქარწყლდება ეჭვი-ფიქრი ბევრი! 

არ ვემდური რაც გადამხდა ადრე, 
ყველაფერი შენს ცრემლს გავატანე
სად ყოფილა?! 
სახლი ცხელ ფრონტს ჰგავდეს? 
Მე ხომ ჩემი ბავშვობა... 
ომში გავატარე?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი