განთიადი


ცისკრის ვარსკვლავი ბევრჯელ გაიხსნა,
ახლაც ღიაა, 
ვხედავ, 
მიხარის. 
ოჯახში გოგო რომ დაიბადა, 
იმ ვარსკვლავს ცაზე გადაბრწყინებულს, 
კიდევ ვიხილავ ოდესმე? 
მითხარი.

გაუძლო ამდენს კაცმა არ გინდა? 
Მე გავუძელი. 
კვლავ ვუძლებ.
ვფიცავ.
ვინ იცის როგორ მტკიოდა, ნეტავ 
ჩემი დის სველ კუბოს ფიცარზე, 
ცრემლივით დაყრილი Მიწა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი