აბდაუბდა


უცნობი ქარის მიტაცებს ქროლვა და თმები შენი დაუცხრომელი,
დღეს ჩემი დღეა, არ მეჩემება, და მაინც სევდით მევსება გული,
როგორც ოდესღაც მგოსანთა მეფეს, მეც წამიყვანენ ლურჯა ცხენები,
დროის მდინარეს მიჰყვება წლები, 
მაინც წინა წლის ფსკერში ვვარდები. 
​სადღაც შორს დარჩა შევარდნის ფრთები, 
მზესთან თამაში თუ გველის ენა,
ცხოვრება მაინც მე გამივლია და ეს გავლილი უცხო მეჩვენა, 
სიცოცხლე აწი როდის მეწვევა,
ჭიქებში ისევ შუშხუნებს ღვინო, 
დაასხით... 
თქვენი სატკივარიც დღეს მარტომ მე უნდა ვზიდო. 
და ჩემს წარსულზე, შორეულ გზებზე, ფიქრი მიტაცებს თავგამეტებით, 
​ეს დღეა ერთი უბრალო რიცხვი, კალენდრებიდან ჩამოვარდნილი,
ეს არის სულის ხელახლა შობა და უფსკრულებზე ხიდის გადება,
მადლობა უფალს ის კაცი არ ვარ,
ღმერთი რომ დაგმო
და არც ის გზიდან გადავარდნილი, 
და ჩემი გულიც, ამ საღამოსთვის, არის სიმშვიდით გადავსებული.
​დაე, გაფრინდეს ყოველი წელი, როგორც ოცნების თეთრი ხომალდი,
მე არ მაშინებს დროის მეფენი და მკაცრი ზამთრის ცივი თითები,
დღეს ჩემი დღეა, ვარსკვლავთა ციმციმს სურს ჩემს სარკმელთან ჩამოღამება,
სულს ენაღვლება მარადიული, სიკვდილისათვის ჩემი მზადება.

და რაც იყო, ყველაფერი დროის ხარჯვის წყურვილს ჰგავდა, 
ყველას ვიღაც, მისი მსგავსი, მინამსგავსი მაინც ჰყავდა,
ყველას თვისი სიმარტოვე, ვუმსუბუქე ჩემით მაგრამ, 
Მე ყველასთვის დავიბადე, 
მხოლოდ ჩემი თავის გარდა.

საკუთარ თავს, თეთრი ლექსი "აბდაუბდა"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი