სიტყვები
სიტყვები უნდა ამბობდნენ სათქმელს, გულიდან წამოსულს ამხელდნენ გრძნობას, სამდურავს ისინი მალავენ რამდენს, და ხშირად ამით კარგავენ ნდობას. სიტყვები უნდა არჩენდნენ ტკივილს, Მაგრამ დღეს უფრო იწვევენ თვითონ, ენაზე მწარე თუ გაჩნდა რისთვის? მისით დაკოდილს მოარჩენ ვითომ? ჭრილობებს ზოგჯერ კერავინ სიტყვით, და უფრო ხშირად სიტყვითვე ხსნიან, -მე შენ მიყვარხარ - დღეს ვისაც ვეტყვით, ხვალ ბედის შეცდომის კარებთან ზიან. სიტყვები უნდა ამბობდნენ საქმეს, და ხშირად საქმეს ჯაბნიდნენ კიდეც, სიტყვით მრავალი ნიჭიც კი დაგმეს, ზოგი კი ნეტავ დაგმობად ღირდეს. სიტყვები ხშირად ანგრევენ ოჯახს, თავიდან ისევ სიტყვითვე შექმნილს, სიტყვებით საერთოდ ბევრი სხვა მოჩანს, რეალურ გრძნობას მხოლოდ თუ დრო ქმნის. სიტყვებმა. დიახ! სიტყვებმა უნდა, აშენონ ენით უღწერი დრონი, სიტყვებით რამდენი რამის თქმა მსურდა, ვერაფრის თქმა ვერ შევძელი, მგონი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი