პაპაჩემი


სიკვდილზე როცა დგება სუფრაზე ლაპარაკი
და ყველა მომღიმარეს ღიმილი შეახმება,
სწორია — გაჩერება რომ არ შეიძლება?!
რთულია ჩვევისათვის სიმართლის შეხამება.
​თანდათან ყველა ჭიქაც შემდგარი დაიწევა,
თავებიც შემართული ნელ-ნელა დაიხრება,
იმ წამში ყველას გული სხვაგვარად შეტოკდება,
გულში კი ერთი მკვდარი ყველასთან გაცოცხლდება.
​მოსდგამენ სადღეგრძელოს, აქებენ რა დიდებით...
„ყველასთვის სიკვდილია სულ ბოლო განაჩენი!“
რა ვქნა, რომ მე ეს აზრი დამსდევს სულ, ანაჩემი:
სიკვდილი ჩემი არა — მეტკინა პაპაჩემის.
​ხოდა...
იმ ჭიქაზე რომ აღარ ჩერდებიან,
იმისთვის ეშინიათ, ალბათ, აქ შეყოვნება:
ვაი თუ სიკვდილისთვის ბევრია განკუთვნილი
და ვაი სიკვდილს, თუ აქაც კლვა ენდომება.
​არადა, მე რომ მკითხო, სწორედ აქ გამაჩერო, 
მაგიდას მოვაბნიო ოცნება, ანაჩემი,
სიკვდილის სადღეგრძელოს იმდენ ხანს გავუძღვები,
სანამ არ გაცოცხლდება მიცვლილი პაპაჩემი.
​ბევრისთვის პაპაჩემი შუაზე გაყოფილა,
რამდენი რამე გაჩნდა, სულ მალე მოსაყოლი...
ბაბუა ხომ არასდროს ბებერი არ ყოფილა,
უბრალოდ, მალე შეწყდა ცხოვრების მოსახვევი.
​მოხუცი არ ყოფილა, ხელს ჯოხი არ სჭერია,
მაგრამ არც ბავშვი იყო გონებით, დარიგებით,
მასზე კი მოსაყოლი ვინ მოსთვლის რამდენია,
მის ამბებს სტროფებში მუქთადაც ვარიგებდი.
​საერთო ბევრი გვქონდა და ბევრიც დაუმთხვევი,
ვარამიც ბევრი გვქონდა ჩვენ ერთად განარჩევი,
არ გვქონდა გაჭირვება ერთურთში არუთქმელი,
Მას მალე დაუწერა სიკვდილმა განაჩენი. 
​და ასე...
რამდენის საქები-სადიდები
კაცს ალბათ წამოსცდება, დრო იყოს საკმარისი;
მოიცდის ცხოვრებაც და მოიცდის სათიბებიც,
სიკვდილის თუკი არა, სიტყვა ვთქვა მეტი რისი?
​მერე კი, ჩაფიქრებულს ყველას რომ ეღვიძება:
„აბაო, ბიჭებო, დიდხანად არ გვინდოდეს!“
რატომღაც მაშინ სიკვდილს ცოტა დრო ენიჭება,
სიკვდილი სიცოცხლეს რომ მიმდევში ეჯიბრება.
​ახლა კი, როცა თავი კვლავ მაღლა შეიმართა
დაედო ამ სიტყვებსაც სიცოცხლის განაჩენი,
ვხედავ, რომ სამოთხის წინ სიკვდილს ელოდება
სამოცდათვრამეტი წლის, ბავშვივით, პაპაჩემი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი