შიგნიდან გატეხილი სასახლე


I
                              დასაწყისი 
  
სოფელსა, ჩვენსა მიწა-წყალს,ხვავ-ბარაქიანს ყოვლითა,
ჰყავს ცოტა კაცი მსახური,ვინცა მსახურობს ნებითა, 
Რადგან, შრომაცა ეზარვის, სხვა ყველას, მუქთას ხელითა,
თუმცა, ნაწილი აკეთებს, საქმესა მთელი გულითა. 

ვიცით,რომ ცხოვრება ხანდახან, არს,უსამართლო ჩვენთვისა,
მიჰყავს სიკვდილსა იმქვეყნად, ყოველი  მონა უფლისა,
არ არჩევს იგი ასაკსა და არც ქონებას თავისა,
თავს ადგას მასა გვირგვინი შერწყმულ შეჭედილ ბროლისა. 

ტყეს გავარდნილი ძმებია, ამ სოფელს შეფარებულან, 
მაშინ, კი ამა ადგილზე, კაციც კი არა ყოფილან, 
დასახლდენ... მერე გამრავლდნენ, 
ასე შორიდან მოსულან, 
და მათი სახელი შემორჩა_გვარები წარმოშობილან. 

ერთი ძმა იყო კოწია, პირველი კონცელიძისა, 
მეორეს ერქვა გრიგალო, წინაპარ
გორჯელაძისა
მესამეს, თურმე გიორგი, დასაბამ გორგილაძის, 
მეოთხე კიდე ლამპო და წარმომშობ ლამპარაძისა. 

სოფელსა უწოდეს სახელი, თავად ქრისტესგან  მესიეთ, 
მერე კი ხალხს მოუწოდეს მიდით და აწი ესიეთ, 
ასე გამრავლდა აქ ხალხი, მოდით და გამოიკვლიეს, 
თუმცა, ჩვენ ბედი ჩვენივე, ნებითა წარმოვირჩიეთ. 

                              II
                    ზურაბის ამბავი

მეც ახლა სწორედ ერთ ოჯახს, მთავარსა ამა ლექსისა, 
უნდა შევეხო, აღვწერო, ამბავ გიამბოთ მათისა, 
რადგანაც, იგი ოჯახი იყო ჩემისა
შობისა, 
დავიწყოთ სულ-სულ თავიდან, ჩემამდის დაბადებისა. 

ამა სოფელსა ცხოვრობდა, კაცი უფლისა მსახური,
უყვარდა მასა მოლხენა, ცეკვა, სიმღერა, ხალხური,
არ დასჩებოდა მის დღესა,მას საქმე ვით დასახური¹.
ფასი იცოდა მოყვრისა, სიკეთედ ჰქონდა დასტური. 

ზურაბს არ ჰქონდა სიმდიდრე, ვითარც, ქვეყნისა მეფესა,
თუმცა ჰყავს შთამომავალი,დიდად დიდება ყოველსა,
მასზედ არს ნათქვამი სიტყვები, ,პოემა რუსთველისა:
,,ვგმობ კაცსა ,აუგიანსა,ცრუსა და ღალატიანსა...". 

ცოლადა ჰყავს ქალი გურულის,
ასული ჯემალისა, 
მანანა ქალია ზურაბის,მეგზური ცხოვრებისა, 
ოდეს ნახეს მათ ერთმანეთი,გემო სიყვარულისა, 
და შექმნეს ეს შთამომავლობა, თქვენთვის ცნობილი ისა 

ოთხი ქალ-ვაჟი თან უზის, გვარისა გამაგრძელებლად
ბელა,ხათუნა, მაიკო და ვაჟი მახარობელად
ისინი არს აქ მათთვის, ამა ცხოვრების თავდებად
და ზრდიან მათი წასვლისას, აქავე დასატოვებლად. 

ზურაბსა აქვს ხასიათი ყველას, რომ ძალზედ აკვირვებს, 
სიტყვა აქვს მხოლოდ მთავარზე,უაზროს არას დასძინებს, 
საქმესაც მისსას მხოლოდა, კეთილად თუ რამ გვაჩვენებს
ისე რომ გადმოსაცემად ვერ ავუთავებ სტრიქონებს. 

ღვთისა მოყვარემ თავის დღეს,ასაკში თავი ინათლა,
რადგანაც სწამდა გამჩენის,და ღმერთსა მით განენათლა, 
Მე...ვითარცა,ძესა თვისსა, საქმითვე გზა განმინათლა,
Და იგი ძალზედ ასაკში, ქალაქ თბილისსა ინათლა. 

აგი დღე გახდა მთავარი,ცოდვათგან მისი გაყრის, 
დღეს გახდა იგი  ნაწილი, წმინდისა  ნათელისა, 
დაძლია ღვთისა გამოცდა,მრავალ ავის თუ ბნელისა
და გახდა იგი მუშაკი, 
მეათერთმეტე ჟამისა. 

ბევრის ავისა შემყურეს,გული შესტკივა ყოველგვარს¹, 
ხედავს...კაცნი ცხოვარნი,ირჩევენ ავსა და მატკივარს, 
თვით უფლის მიერა ბოძებულს  ნეფსითნი²,სცდებიან ზღვარს, 
უჯობთ მათ ავი საქმეი,კასა აძლევენ ნიაღვარს.

                              ***
მასა აქვს გამონაცადი,ქვეყნად მრავალი სიმწარე, 
საკუთარს ძმასა თემურის ადრე უთხარა სამარე, 
კუბოს წინ იდგა უჩუმრად,თვალზე ცრემლ ჩამომდინარე, 
და მწკრივში იჯდნენ ქალები,სულ ერთიანად მკრთომარე. 

როცა ყველა მას ტიროდა,როცა ყველა მას გლოვობდა, 
ყველა მხრივ ხალხს მომდინარეს,პირ-სახე უთრთოლებდა,
და ყველა ხელებ აპყრობილ, ერთსა რამესა ვედრებდა:
-აწ,მიეც იქ უკვდავება,ამას ის იმსახურებდა! 

და დუმს იგი ხალხი,აწ აბა დედას სიტყვას ვინ კადრებს, 
ან მამასთან მომტირალთან,გვერდით დგომას ვინა გასძლებს,
ხასანს,მინირეს მომსვლელი ყველა ტკივილსა უზიარებს
ლოცავს მასა ვინც აწ თემურს,პატიოსნად ასუდარებს. 

მალე დაკარგა მამაცა, სახელგანთქმული ერბაბი,
რამდენ ტკივილსა გაუძლებს,მრავალ ნატანჯი ზურაბი?
რომელი ერთი იტიროს:გია?თემური?მერაბი?
რამდენ ტირილსა გაუძლებს,გული მსხალივით გულაბი? 

მამასა მიყვა დედაცა,ერთ დროს ძლიერი მინირე, 
მიქელის გამოჩენამდის,იცოდენ აწ იყო დრო მცირე,
ამიტომ მისსა თვალებსა მხოლოდ ბავშვობას ვუმზირე,
ჩვენ ხომ ვართ მას დაუვიწყარი, სიკვდილის მოჯამაგირე. 

დილა თენდების ზურაბის,თუმცა ამჯერად მოთქმიდეს,
მინირე ხანუმ უჩუმრად, ხელით ვიღაცას ფერვიდეს, 
საცაა მოვა დრო მისი იმა ქვეყანას გავიდეს, 
დილა თენდების როდესაც,შვილნი დედასა ჰკარგვიდეს. 

ბოლოს ჩაჰქრა ის სანთელი, აქა გზას რომ უნათვიდა, 
იქა გზაზე მიმავალი შვილსა ბოლოს აკოცებდა, 
ელოდვის სანამ მაყვალი მის სიკვდილსა იუწყებდა, 
მათი აქა კარგად ყოფნით თვითონ იქა იხარვიდა. 

Კი,აწ ეს ჩვენი ზურაბი გახლავთ დედ-მამით ობოლი, 
დარჩა აწა დედ-მამისა ადგილზედა თვისი ცოლი, 
თანაც ოჯახმა დაკარგა საყრდენი მრავალ ნაბრძოლი, 
აწ ზურაბია ამ ოჯახის უხუცეს- წინა'მძღოლი. 

ისიც თავისსა საქმესა მთელი გულითა აკეთებს, 
თვისივე საქმით აერთებს ოჯახისათვის ნაფლეთებს, 
ცდილობს და შრომობს მათთვისა მოუხერხებელს ახერხებს, 
ოჯახიც ისევ ძლიერად როგორც ვარსკვლავი ანათებს.

Და Მერე  კიდევ დაკარგა მამიდაც საყვარელია, 
Ამდენი ხალხის სიკვდილი კაცისთვის ძალზედ ძნელია! 
Ზოგს მოკლე შეხვდა სიცოცხლე, ზოგს  შედარებით გრძელია, 
Მაგრამ ვინ იცის სოფელი რისა საქმისა მქმნელია?!

Მამიდაც გამოეცალა დადგა დრო მოშორვებისა,
Ბევრს ვერას გეტყვით ცნებასა, დარიკო ბებოს ამბისა,
Მას მოფერებით ეძახდნენ სახელის ერთად "ბიბისა" 
Და აქ ვამთავრებ თხრობასა, ჩემგან ხალხისა ხოტბისა. 

                               III
                    ჭირის გაჩენა

**Ყველა დარს მოსდევს
ავდარი,
მწუხრი დაჯაბნის 
სიხარულს!

ქვეყანას ჩვენსა სოფელსა, ავი გაუჩნდა ჭირია,
გაჭირვებულსა უარესს, შეექმნა გასაჭირია,
მასა მხოლოდ ერთად დგომა და  ღვთის ვედრება სჭირია,
ჩვენ კი ერთმანეთს ვებრძოლვით,
აქ ომი არაგვჭირია! 

და ამ დროს კიდევ ქვეყანა შეშლილა გავეშებულა,
აზრი და ფასი დაკარგა აქამდე რაც არსებულა,
და ხალხშიც გრძნობა ერთობა ერთად რომ გაციებულა,
სამშობლო ჩვენი სიმწრისგან, ნამუსით გაკოტრებულა. 

ქართველი კაცი გამოირჩევის ,მოგეხსენებით ერთობით,
თუმცა დღეს ყველა ვაკეთებთ საქმესა მხოლოდ ჩვენობით,
მღვდლებიც ფასეულს ეძებენ,ფულს ნახვენ თვისი მღვდელობით,
რატომ არ გესმით ეჰ ხალხნო... ცოდვებისაგან ვიხრჩობით! :(

სენი მოედო ამ ქვეყანას,ვით ცა არს ვარსკვლავებით.
ესე ხალხი კი მას ებრძვის,უიარაღო მკლავებით,
სნეულნი ექიმს შეჰყურებს, მიძინებული თვალებით, 
ეხ...ხალხნო, ჩემო, ძვირფასნო  რაოდენ მებრალებით!

არვინ არს ღირსი იმისა,სულითვე იტანჯებოდეს!
თავისი რჯულის მოწამეს რწმენაც კი ეკარგებოდეს,
ამ მკვლელი ჭირით ფეხზედა
ხეიბარიცა დგებოდეს,
მთავარია კი ერთი რამ
იმედი ბოლოს კვდებოდეს! 

ზურაბსაც ესე ეშინვის,თავსა შორს იჭერს ხალხისგან,
იცის რომ დახმარებასა,უნდა ელოდეს არვისგან.
თუმცა მაინც აქვს იმედი, უპირველესი ღმერთისგან,
თან ასევე კასა ელოდვის თვისივე ექიმისგან. 

ექიმიც დღესა უბრალო,თითქოსდა სუფთა კაცია,
ვითომდა უთოფო ომში,  ხალხისა ჯარისკაცია,
ამავე დროს ის ჯოჯოხეთს,ეშმაკის კარისკაცია.
მაგრამ არ უნდა იმის თქმა რომ ისიც არაკაცია. 

დადის სიკვდილი ოხერი, სუდარაებს კერავსაო,
მრავალ ოჯახსა ატირებს,კლავს ის კარგსა თუ ავსაო,
მრავალი დღის წამებით მაინც არ ანებებს თავსაო,
მოქცეულ არს ის ვითარცა მონაი ეშმაკისაო. 

                                 IV 
             ზურაბის დასნეულება 

Მეტი ვერ შეძლო 
სნეულმა,
Მხოლოდ ესღა თქვა:
"წყალიო..." 

განა ზურაბი არ იყო, რომე ხალხისგან გარბოდა, 
და მასზედ მხოლოდ შიშითა შეშინებული ითქმოდა, 
ვერ გადიტანდა თუ კი მას ჭირი ნახავდა იცოდა, 
იცოდა რომე მაშინა მიქელი გამოჩნდებოდა. 

და, ასე უცებ ეწვია, ჭირ-ავი  მაწყევარიო, 
ან სხვას გარეთ ვერ გადურჩა?
შიგნით იბრუნა პირიო! 
სნეულსა შვილს, რომ, ესტუმრა იგი დაუჯდა ძვირიო, 
ახლა კი საქმე წარუხდა, შეექმნა სატირალიო. 

და როგორც თვითონ ფიქრობდა, 
მწარედ აუხდა შიშიო
სიცოცხლეს აღარ უცდიდა თვისა, თავისა დღეშიო
სიკვდილსა ბევრჯერ გადურჩა,მთელსა მის სიცოცხლეშიო, 
სხვა გზა არ იყო აწვინეს ქალაქსა ლაზარეთშიო.

Და როგორც უკვე ვახსენე ექიმზე არა ვცდებოდი, 
Თუმცა მას მაშინ ვერავინ და ვერცა მე ვერ ვხვდებოდი, 
Და მისგან ასეთ საქციელს მეც კი არ ველოდებოდი, 
Ვერ ვიფიქრებდი თუკი შენ სიკვდილსა დანებდებოდი. 

Ოცდაათ ვერცხლად გაყიდა, ექიმმა თქვენი ზურაბი, 
Ეძება თავის დაღწევის და გამოძრომის საბაბი, 
Ფული არჩია მოყვარეს, გახდა ხალხისა ყასაბი, 
Ვეტყვი ერთ რამეს პირდაპირ:
ჯოჯოხეთის ცეცხლს გაგაბი! 

Შენ თავი შენი სატანას თვითონ მიჰყიდე, მოშალე, 
Შეგეძლო ყოფილიყავი მოკეთე თანაც  მოწყალე, 
Და როგორც გინდა შენითვე  თავია გამოიმართლე
Მე კი სიკეთე მასწავლეს მიტომ ვიქნები მოწყალე. 

Შენსა კისერზე ეკიდოს, ყველა შენივე ცოდვები! 
Იქნებ და რამეც გაგაჩნდეს, ხალხისთვის შენატევები, 
Იქნებ და გამოასწორო, აანთო სალოცავები, 
Შეგინდოს ღმერთმა ყოველი, შენივე დანაშავები!

   
                            V
            შვილიშვილის    წერილი
                       

მალე დადგების ის დრო რომ, ვერცხლში იუდა შენ  გაგცემს, 
ვითომც ახლა მას უბრალოდ ვითა მშიერ ლომსა ჩასთვლემს, 
თავის ნებით ჩამოინგრევს, ვით ადამი უფლის ედემს, 
მინდა გითხრა რომ შენსავით ვერვინ უძღვის შენსა ურემს. 

გგონია შენი არყოფნა ასე ადვილი იქნება?
განა მდინარის კალმახი მღვრიე წყალშიგან იქნება?
ანდაც ცოცხალი კაცია გულის გარეშე იქნება?
და ან ოჯახი ჩვენია,შენის გარეშე იქნება? 
 
ეს იგივეა რაც სული, სასუფეველის გარეშე,
დახეტიალობს უგზაოდ თავის და ბოლოს გარეშე,
გავს ეს ცხოვრების მომენტი  კაცს რელიგიის გარეშე,
ეს იგივეა რაც მიწა ნაზი წვიმისა გარეშე. 

Ვერ მოგცემ იმის პირობას უშენობას მე ავიტან 
Შევებრძოლები სიკვდილსაც ბურთს კარში თავით გავუტან
Მაგრამ შენს სახელს სიკვდიმდე, ბოლოჟამამდე გავიტან
Იმას იქეთ კი უკვე მეც ხსოვნას საფლავში ჩავიტან. 

                                  VI
                    ზურაბის ანდერძი  

მტერსა გარეთა ვებრძოდი,  შიგნიდან გატყდა სასახლე.
Მე იქ ვიყავ,სიზმარეთში წინაპრებსა იქ ვეახლე
Ახლა კი აქ ვერა ვპოვე, აწ მე რამე  საციცოხლე.
აწ სულერთია ჩემთვისა მე აქ არა თუ ვიცოცხლე. 

აქა მეფობს ბოროტება,ხალხის სისხლით გაჟღენთილი, 
ბევრი ვძებნე აქა კაცი,სულითავე ზნეკეთილი, 
თუმცა ძალზედ ცოტა ვნახე,გულსა მცირედ გაფლეთილი,
დაე,იყოს ესე შენი ცხოვრებისა გაკვეთილი. 

აწ,მთავარია მხოლოდა, თქვენი დიდი ხნით სიცოცხლე,
მე დამლევიან აქ დღენი,ტკივილი მტანჯავს-იცოცხლე,
აქამდის მე შენ ჩემითა,კეთილი საქმით გაცოცხლე,
და აწ,შენ ჩემი სახელი,შენის სიტყვითა აცოცხლე! 

[სჯობს არყოფნა ზოგის ყოფნას,ზოგი თქმით არს დიდებული
ღმერთზე მხოლოდ თხოვნითა  და სიტყვით არს დავედრებული
ცხოვრების უსამართლობით მასზედ არს გაწბილებული
და თითქოს მისი კაცობით არს დღესა გალოთებული.]

სიკვდილშიც არა მქონია მე ბედი მწყალობელიო
დრო მიდის და მე კი დახსნას უიმედოდა ველიო
მთავრდება ჩემი ცხოვრება-ზურაბის ხორციელიო
ვგრძნობ აქ სიკვდილი მეწვევის და  განიფანტვის ბნელიო.

Შვილო ვერ გეყავ პატრონად დაგტოვე ვისსა ხელადა
Გაგზარდე ვითარცა შვილი გვერდში გედექი მამადა
Თუმცა დაგტოვე უდროოდ ბოლოჟამს აღსაზრდელადა
Ნუ მისცემ ჩემსა სახელსა სხვებსა მას ჩასაქოლადა. 

Ბევრსა მტერს ნახავ მოყვარეს გული ნუ გაგიცრუვდების
Გაგიკვირდება რაგვარად სიკეთე მოგიბრუნდების 
_Მადლსა თუ იზამ გაიარ ქვას დადებული დაგხვდების _
Ავსა არ აყვე შორს იყავ თავი ნუ შეგიწუხდების. 

Მე თუ მოვკვდები იცოდე გულსა არ მისცე ვაება
Ხომ იცი აქ მწოლს არ მელის სნეულსა გამონკურნება
Ბედსა ვერ შევცვლით მივენდოთ იყოს უფლისა ხსენება
Ნუ გენაღვლების ეს ჩვენი ხანმოკლე განშორება 

Შენსა ქორწილზე მოსწრება, ყველაზე დიდად მეწადა, 
Მივდივარ...გტოვებ, მითხრა და ესაღა გამომიცხადა:
"Ერბაბის ვაჟად მაკურთხეს, Წუთისოფელის კაცადა
Სიცოცხლე ძალზედ მინდოდა, სიკვდილმა არ დამაცადა" 

_ᲒᲐთავდა მისი 
ანდერძი
და 
მიეწია სიცოცხლეც!

                     
                              VII
                   გარდაცვალება

**Უკანასკნელი ღიმილიც,
სახეზე 
მწარედ შეახმა...

Და როს სიკვდილის სარეცელს ესვენა ღონემიხდილი
Და ცალკე სულსა ართმევდა კარზე მომდგარი სიკვდილი
Ეწვია მას ანგელოზი ზეცითგან გარდამოჭრილი
Და დაიბარა :"ზურაბი მშობლებისგან არს ხმობილი" 

Თავს ვერ იღებდა მალევე უკვე ღონეცა წაერთო
Უბრაზდებოდა ექიმებს ხომ გთხოვეს გაგვატანეთო
Თქვენ კი აქ მწოლი ყოველი ნებითა ამოჟლიტეთო
Ერთი რაღამ თქვა, ითხოვა:Შვილიშვილს დამიძახეთო! 

Კვდებოდა იგი ზურაბი კარამედოღლთა გვარისა, 
Კვდებოდა ერბაბისა ძე მდინარე იდგა ცრემლისა, 
Დგებოდა დრო ზურაბისა, სულის ხორცისგან გაყრისა
Და იყო  ღამე უკუნი , თან ღამე იდგა მთვარისა. 

Ქრისტეც ოდესღაც მისივე მოყვარისაგან გაიცა 
თუმცა იუდამ გაიგო თვისი ავიც და კაიცა
თანაც იესო კვლავ აღსდგა დღესა მესამეს თავისა
ესე ექიმი არ ნანობს,არ ამბობს რომ არს ავიცა 

დადგა ისა დღე ოდეს, სიკვდილი სიცოცხლეს ამარცხებს
და მიქაელიც ზურაბსა სიკვდილის მათრახს გადასცხებს 
და ზურაბიც თვის ცოდვებს,ამ მათრახითა ჩამოცხებს
თუმცა არს უსამართლობა-ბოროტი კეთილს ამარცხებს.

Კარის გაღებას ლამობდა, შემოვლენ წამიყვანენო
Მართლაც გაიღო კარები, ექთნები მოდიოდნენო
Ზურაბსა უთხრეს, შენები სახლისკენ მიდიოდნენო. 
Ვინც კი შენს გვერდით ბრძოლობდა, ყველანი დაიღუპნენო. 

Ფიქრობდა მისთვის ერბაბი ნუთუ არაფრად Მთვლიდნენო
Ნუთუ ისინიც ამ იმედს უკანასკნელსა მიჰყვნენო
Ბოლოჟამამდე ეგონა ეტყოდნენ მოვიდოდნენო
Მოვიდოდნენ და სახლში მას ბოლოჯერ წაიყვანდნენო

Მომაკვდავისკენ დაიძრა ,ზღვა სევდა
Მაკვდინებელი, 
Ბოლო იმედიც ჩაუქრა, ბოლოჯერ მახარებელი, 
Ხმა შემოესმა უეცრად, თითქოს აქამდის მცნობელი
Თან დაინახა ბრწყინვალე, მან შუქი მანათობელი. 

Და ამ შუქიდან გამოდის ხალხი თქვენთვისა ცნობილი, 
Ახ... მოაკითხეს ზურაბსაც, ჭკნების სიცოცხლის ყვავილი
Მოესმა მასა, ტკბილი ხმა, ნაცნობი იგი ზახილი
Ზეიმობდა და თანდათან მოირხეოდა სიკვდილი. 

Და ამ დროს უკვე ვერაფერს, იგი ვეღარა ხვდებოდა
Ხორცი Კვდებოდა და სული სიხარულისგან ჰკრთებოდა
Ოჯახი ცოცხლადა მყოფი ღმერთსაღა ევედრებოდა
Თუმცაღა ვეღარ ხვდებოდა, რომ აღარ დაბრუნდებოდა. 

Წინ მოდის დიდი ერბაბი, უკან მოყვების მინირე, 
Იგრძნობა უკვე დათვლილი, სიცოცხლის წამის სიმცირე, 
მოდის დარიკო, მერაბი და კიდევ ხალხი რიცხვმცირე, 
Და გალობს უკანასკნელად, ის სიცოცხლისა მესტვირე. 

Თვალწინ დაუდგა მას ის დღე როცა ოჯახი მოთქმიდეს
"მინირე ხანუმის მაგივრად ზურაბი ვისღა ფერვიდეს?! 
Ახლა კი დგება დრო მისი იმა ქვეყანას გავიდეს
Ღამე დადგების როდესაც შვილნი მამასა ჰკარგვიდეს. 

Ამოისუნთქა ბოლოჯერ, Შავი თვალები დახუჭა, 
ხელი ჩაჰკიდა მინირეს, თავად სიკვდილი დამუნჯდა 
Დანებდა ბოლოს მაინც და სიცოცხლის ფასად დაუჯდა, 
Სიკვდილსა ბევრჯერ დაძლია მაგრამ დღეს ვეღარ გადურჩა.

სული მისი განუტევა და მიქელს ნებით ჩაბარდა,
ამ ამისა შემხედვარე ოჯახი, გლოვას ჩავარდა,
ამბავ, მისი სიკვდილის,დუნია-მემლექეთს გავარდა,
მისი სული კი ზეცაში ვითარც ვარსკვლავი ავარდა.

ღამეა წუთისოფელში...ოჯახებს ტკბილად ძინავენ
ჩვენ კი ვეღარა ვიძინებთ,ყველანი ტკივილს შფოთავენ
დროა როდესაც ყველანი ერთმანეთს გვერდს უმაგრებენ
დროა როდესაც ყველანი შვებას ტირილში ჰნახავენ.

                                VIII
                 Ზურაბის ტირილი

შუა ოთახში დგას შავი კუბო ცრემლითა ნამული
წევს უსულდგმულოდ ზურაბი შიგნით
ხალხს იქ დამალული
ირგვლივ არს ხალხი მკრთომარე ტანზედ შავათა შემკული
თავზედ სიმწრითა დასტირის მასა მისივე ასული 

ამკობს მასა ჭაღარიანს თეთრი ვარდი, კუბო შავი 
პეპელაც ჭერსა მჯდომარე კუბოს თავს არს მომტირავი
სიჩუმე არღვევს ხმაურსა,და სახე ყველას მჭმუნავი
მოდის ხალხი ყვავილითურთ,მოდიან ოჯახს მლალავნი. 

ზურაბსა ძესა ხასანის ემშვიდობების ყველაი
ბადრი ჟორას ძე მისია, დიდი არს მეგობარაი
შორიდან გახლავთ მოსული,ხსოვნისთვის ზურაბისაი
ბოლო შეხვედრას იხსენებს სიმღერას ზურაბისაი. 

ბოლოჯერ გიცქერ, ზურაბო
კაცო კაცური გულითა 
ბოლოჯერ რომე გიხილე სიტყვას იტყოდი რიდითა
განა ნეტავი იცოდი‽მომავალ შენი ცნობითა
ახლა კი გვიცქერ მაქიდან კუბოსა შიგან წოლითა. 

                                IX
                       გამოსვენება 

**Ცრემლებშია ჩადებული
Სულის ის 
მწარე ტკივილი! 

დადგა დრო გამოსვენების ყველანი ერთად ტიროდეს, 
ოთახში მყოფსა ყველასა თვალებსა ცრემლი სდიოდეს, 
იციან რომე ზურაბსა აწა ნახავენ ვერ ოდეს, 
თითქოსდა გლოვობს ბუნებაც, წვიმის სახითა ტიროდეს. 

შემოდის გურამ ბატონი, ორი, 
სამითა კაცითა, 
ხალხსა მიმართავს თვისითა,
სიტყვით, რიდით და ცრემლითა, 
:საქმეი უნდა გაკეთდეს ყველაი უფლისა წესითა, 
"გთხოვთ...თავისუფალყოთ ადგილი
გზა კი უნათოთ სანთლითა". 

მოდის და მოჰყავთ კიბეზე ხალხშიგან გამოატარეს 
ყველაი მასა შესცქერის უსულოს 
ხელს ჯვარსა მჭირავეს
შუა ეზოში მაგიდას ხალხშემორტყმულსა ასვენეს
Მერე ეზოშიც მათ კიდევ ცალკეღა გამოიტირეს. 

თითქოსდა ტირის სრულიად    სოფელი მესიეთიცა
ციდან მოსული წვიმა არს ბუნების ნაღველ და ცრემლიცა 
Დარცხვენილი დგას იქ კუთხეში თვით თავად სიკვდილიცა
მიდის იმქვეყნად ერბაბის უკანასკნელი ვაჟიცა. 

და დუმს იგი ხალხი,აწ აბა ცოლსა სიტყვას ვინ ჰკადრებს
ან შვილებთან მომტირალთან,გვერდით დგომას ვინა გასძლებს,
ხასანს,მინირეს ყველანი შვილის მისვლასა აუწყებს
ლოცავს მასა ვინც აწ ზურაბს პატიოსნად მოიგონებს. 

გამოასვენეს ზურაბიც,დროი თითქოს და გაჩერდის
ეზოში კაცნი მრავალნი მისსა კუბოსა უჭვერტდის
და ოჯახისა ტირილი სურნალის 
წვერსაც ისმოდის
ზურაბიც თვისსა სახლ-კარსა უკვე მცირედით მოშორდის. 

ბოლო სიტყვითა აცილებს სკენდერ, რობერტი, გურამი
კეთილი იყოს ზურიკო უკანასკნელი სალამი
აღარ აქვს ამ ტკივილსა არავითარი და'საბამი 
გულზე ეკალად მესობის ყოველი სიტყვა  ნათქვამი. 

საით მიდიხარ ზურაბ ბატონო?ვისთან ან საითაკენ
ნეტავი არ წასულიყავ მარადიული ბინისკენ,
სული შენი მიდის ზემოთკენ
ზემოთ იქ ზეცისაკენ
შენი ხორცი კი მიდის აქ შავ-ბნელი ქვეშეთისაკენ. 

ხასანისაკენ!მინირესაკენ!გიას და თემურისაკენ!
მიასვენებენ...მიასვენებენ იქ თავის საუფლოსაკენ!
აწ ხსნილია ზურაბისათვის
იგი გზა შორი სამოთხისაკენ
მიასვენებენ...მიასვენებენ...ცხოვრების დასასრულისკენ! 

დასასრულისკენ ოღონდა მხოლოდ მისი აქ ცხოვრების 
სამაგიერო ზურაბის ყველასა გადაეხდების
უკანასკნელი გზისაკენ ზურაბს ოჯახი მიჰყვების
მჯერა ოდესღაც სიმართლეს ნათელი მოეფინების. 

წვიმს ისევ გადუღებელად,ცა წვეთად ძირში ჩამოდის
მესიეთს სოფლის ზეცასა წვიმა ცრემლადა ჩამოსდის
შვილმა კი პერანგს ასველა
ცრემლი მამისა მკერდამდის
შემოკლდა დრო იგი ზურაბის შავსა მიწასა შეყრამდის. 

Ცა გახდა უცებ პირქუში Ჟამს ცხედრის წასვენებისა, 
Აწიეს, ხელით ვერ შესძლეს დადგა დრო მანქნის ჟამისა, 
Ნელა დაიძრა მანქანა, გავარდა ხმა ტირილისა, 
Ცას გაჰხეოდა ჭრილები მისივე ღრუბლის თვალისა. 

Უკანასკნელი მანქანაც მოსახვევს, თვალს მიეფარა,
Წვიმას დაერთო ქარიცა, ამით სლუკუნიც მოგგვარა, 
Ზურაბმაც გზა მშობლიური ბოლოჯერ გადაიარა, 
Და ამ გზაზევე ნიშანი, მან ყვავილები დაყარა. 

მიასვენეს სასაფლაოს ორი ქვეყნის გასაყარსა, 
Წესი აუგეს, შემოსეს, როგორც ეკუთვნის მას მკვდარსა
Ვერვინ მოჰკრა ყური ვერა, იქ მყოფებში საუბარსა
Ვინც დახვდათ, მათ იქ მყოფთაგან, სიხარულის ნაუბარსა. 

Ვერა, ვერ ხედავს ვერავინ თუ როგორ ხარობს ყველანი
Ვერვინ შენიშნა, ხასანის ანდა თემურის მზერანი
Უმზერენ, ხედვენ თუ როგორ მიდის მათკენა ზურაბი
Შორიდან გიაც უყურებს, ცივ ქვაზე წანახატები. 

Თვალწინ დამიდგა ყოველი დღე მასთან განატარები
Სახე ღიმილმა დაფარა და მან გამიშრო ცრემლები, 
Ახლა კი მაქ მწოლს თავზედა უკანასკნელად გევლები
Იცოდე აწი შეხვედრას, სულწართმით დაველოდები. 

Უკანასკნელად შევხედე, თვალზე ცრემლები გაგორდა, 
Თან მხოლოდ ჩემზე კი არა, მას თვალზე გადმოუგორდა, 
Და თავსახური კუბოზე, ზედაპირს დაეჯაჯგურა
Კუბო დაჭედეს და მასთან სიბნელემ დაისადგურა. 

Ნელი, სულ ნელი ტემპითა, კუბო მიწისკენ ჩაუშვეს, 
Მიწა  ხრიალით წავიდა, იგი სიტყვები წარმოთვქეს
"Მიწა ხარ, მიწად იქეცი" სიცოცხლე ნებით წაგართვეს, 
Წავიდნენ და იქ დატოვეს, Სიკვდილიც თან გააძევეს. 

მერე ხალხიცა იკრიფა
სახლს მიაშურეს თავისას
ხუთი დღე-ღამე იტირეს,იზიარებდნენ ჩვენისას
გლოცავთ...მსურს არა გქონოდეთ ეს დღენი დღესა თქვენისას
გმადლობთ რომ გვერდში გვედექით
ზურაბის განსვენებისას. 

                             X
                        სიზმარი 

თვალი მოვხუჭე დაღლილმა,წინ არის ღამე გრძელია
ხვალე დღე უნდა გათენდეს,ღამე შავზეც კი ბნელია
ფიქრ გართულს უცებ მეწვია ის ძილი სანატრელია 
ვნახე სიზმარი ჩემთვისა ძალზედ რომ საკვირველია. 

გახლავართ უცხო ადგილას,სადღაც რომ დაკარგულია
ვდგავარ მე გაოცებული არს ხალხი ფეხსა მვლელია
ესე ადგილი თითქოსდა ედემის ბაღისა ტოლია
ზემოთ სინათლე მოსჭვივის,მზის სხივზეც კი ნათელია. 

ხალხი ჩემისა გარშემო არიან ყველანი უცხონი 
მე კი არა ვარ მათშიგან,მათი ადგილის გარეშემონი
ყველა არიან: ჩვეულნი,უგზონი სულ უბრალონი
თითქოსდა ვართ აქ ყველანი,სამყაროს ჩვენთვისა მარტონი. 

სიზმარი ეს ხომ ის არის,სადაც მკვდარიც კი ცოცხლდების
სადაცა ცოცხალი კაცია, ვაი!!! იქა თუ ცხონდების
სადაცა არა არსებობს საზღვარი კაცისა ფიქრების
ხშირია როცა გესიზმვრის ,კაცს რაც კი მოგესურვების. 

უცბად კი მივხდი აქ ყოფნის, თურმე რა იყო საბაბი 
ახლა ყველაფერს მოეხსნა სახისა მფარველი ნიღაბი
გაიხსნა ესე ჩემთვისა თითქოსდა უცხო გვირაბი
რადგან ხალხშიგან შევნიშნე ბაბუაჩემი《ზურაბი》 

ხშირი არ არის ჩემთვის რომ, სიზმარს ბაბუას ვნახვიდე
ამიტომ ვხარობ როდესაც მასა, სიმზარში ვხედვიდე
ვუმზერ შორიდან და ვცდილობ, მინდა მასთან რომ წავიდე
ვხედავ რომ მას უპოვნია, ამა ადგილსა სიმშვიდე. 

მივდივარ მასთან ახლოს და
ისიც ამაყად მიყურებს
მიყურებს და მისი თვალები ჩემსა სხეულსა მიჭმუნებს
ნეტავი ჩვენში საუბარს,რომელი ჩვენგანი დაიწყებს?
მზე კი ისევლე ნათელად და ზემოთ ნაზად აცხუნებს. 

Მე შევხედე შემომხედა თვალი თვალთან გამისწორა
Გულის ბაგემ ბაგა-ბუგით არე-მარე გაასწორა
ადგა...მერე ერთი ხელით თეთრ საყელო გაისწორა
და სიმართლემ კიდევ ტყვილი 
უცებ მიწას გაუსწორა.

პირველი სიტყვა მე აქ ვთქვი,რაცა რომ კითხვა გამიჩნდა
შენ განა არ გარდიცვალე?ყველას ხომ ასე მიგვაჩნდა
და ეს ტკივილი ოჯახსა,შავა ლაქადა დაგვაჩნდა
ფეხზედ ვერ წამოვდგებოდით ყველასა ასე მიგვაჩნდა. 

გარდაცვალება იყო ეს თამაში რომელიც მე ძალზედ მინდოდა
რადგანაც სიმშვიდე მეპოვა და ესა ყველაფრად ღიროდა
ახლა კი აქ გახლვარ ცოცხალი《და აქ ცრემლები ცვიოდა》
რადგანაც მას მხოლოდ ერთი რამ თავის დაღწევა უნდოდა! 

"ჯალათებიდან ამოსასვენი "მე დიდ ხანს ამაზე ვფიქრობდი 
თუ როგორ გამოვქცეოდი და უნებლიედ ვბრაზობდი
ვეცადე შევბრძოლებოდი მაგრამ ვაი რომ დავნებდი
ტირილი დიდად მინდოდა მაგრამ ვეღარა ვტიროდი.

მერე კი მივხვდი რომე ყველაფერს 
აზრიც კი ეკარგებოდა
და ჩემი სიცოცხლე ექიმებს ცალ ფეხზედ ეკიდებოდა
არ მოისურვეს დავეხსენ,რომ ოჯახი მე გამხარებოდა
თუმცა ვუსურვებ რომე ჩემსავით აროდეს  გამწარებოდა. 

ესა და ეს გახლავს სიმართლე რაც ვფიქრობ შენ უნდა გცოდნოდა
რადგანაც ვხედავდი თვალებზე ცრემლი რაგვარად გსდიოდა
და გული შენი თბილია რაოდენ გაგციებოდა
მე კი მინდოდა რომე გულშია, იმედი გაგღვიებოდა. 

უცებ გამეღვიძა,თვალი ვხილე,ირგვლივ წყვდიადის სიღრმეა
და როგორც წინათ დავტოვე ისევე უკუნი ღამეა
ბევრი არა მაქვს სურვილი,სათქმელი რამდენი რამეა
ოღონდ სიზმარეთს გნახვიდე?!
მეტი არ მინდა რამეა! 

                             XI
                      დასასრული 
**Იქ დახვდა მისი 
გამზრდელი, 
მშობელი დედაც
დისშვილიც...❤️‍🩹 

აღარ არს აღარც მინირე,აღარც ხასანი ერბაბი,
და მჯერა სწორედ მათთანა მივიდა ჩვენი ზურაბი,
სამოთხისაკენ მოუსვა  მისი ცხოვრების ნიჩაბი,
და მან მალევე იხილა თეთრი ბოლოთი გვირაბი. 

"გასრულდა ესე ამბავი",ზურაბ ერბაბი გორგილაძისა,
აწ მივა, იგი, იქ სამოთხეს ვითარცა ვაჟი ხასანისა,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ამაყად შევა კარიბჭეს რკინისა
და დაიმკვიდრებს, მარადის,სასუფეველსა იმა-ქვეყნისა.♡ 

Ვერ აღვწერ აქ ამ ხალხისთვის მას ცრემლსა  დაუშრობელსა
სიტყვაც კი ბევრი მითქმია ბევრისთვის აზრ-მიუწვდომელსა
'' Აქეს მრავალი კაციდან ვინც კი უყვარდათ ყოველსა, 
ზურაბი "ბადიშს" მიქია,მისთვის არ დაუზარელსა!''

                                    გორგილაძეებს.

2023 წლის 7 სექტემბერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი